ფინანსები

სეკვესტრს გადარჩენილი ბიუჯეტი

სოფო წილოსანი  2016-12-19 11:13:33

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს 16 დეკემბერს ისევ მოუხდათ რიგგარეშედ შეკრებილიყვნენ. სხდომაზე განსახილველ ერთ-ერთ საკითხად მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება იყო წარმოდგენილი.

ამ საკითხისთვის დეპუტატებს კენჭი 15 დეკემბერს, გამგებლის ინიციატივით მოწვეულ რიგგარეშე სხდომაზე უნდა ეყარათ, თუმცა, საკრებულოს წევრთა მიერ, პროტესტის ნიშნად სხდომის დატოვების შემდეგ საკითხი ჩავარდა და მსჯელობა მომდევნო დღისთვის გადაიდო.

ასეც მოხდა, თუმცა, გამგეობამ საკითხი უკვე სახეცვლილი ვარიანტით წარმოადგინა და სეკვესტრის ნაცვლად, თანხების შიდა გადანაცვლებებს დასჯერდა.

15 დეკემბრის სხდომაზე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის როლანდ ლაშხიას მოხსენების შესაბამისად გაირკვა, რომ წლევანდელ მთავარ საფინანსო დოკუმენტში სეკვესტრი 155 ათასი ლარის ფარგლებში უნდა გახორციელებულიყო. ამ თანხაში იგულისხმებოდა ის 55 ათასი ლარი, რომელიც სამება-ჯიხეთის სამონასტრო ზონაში არსებული შუა საუკუნეების მენელსაცხებლე დედათა სახელობის ყოფილი მონასტრის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა.

სწორედ ამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების უგულებელყოფა გახდა საკრებულოს წინა სხდომაზე დეპუტატთა უკმაყოფილების მიზეზი.

"თავის დროზე 31 დეპუტატი ვუჭერდით მხარს ამ ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულებას. ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ჩვენ მხარს დავუჭერთ, თუმცა, ინფრასტრუქტურული პროექტების შემცირებას ვერ დავეთანხმებით", _ აღნიშნა გიორგი ჩახვაძემ, რომელიც მმართველი გუნდის წევრია საკრებულოში.

მისმა კოლეგამ, რომან ბიწაძემ გამგეობა ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლის გაზრდაში დაადანაშაულა: "პრემიერი კვირიკაშვილი ამბობს, ხარჯები შეამცირეთო, თორემ, ბიუჯეტის შესრულება გააყალბეთ და გაზარდეთო, ეს ხომ არ უთქვამს?! ამ პროექტის ამოღება ემსახურება მხოლოდ ერთს, რომ ხელოვნურად გაზარდოთ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი", _ თქვა ბიწაძემ.

სხდომაზე მყოფმა გამგებელმა ზაზა ურუშაძემ თავის გამართლება სცადა: "მე ველაპარაკე მამა ანდრიას. მან მითხრა, რომ კარგი იქნება თუ გაუვალ გზაზე ბეტონს დავაგებდით. რა თანხის ამოღება? პირიქით, 50 ათასი იყო და 15 ათას ვამატებთ".

 გამგებლის ეს არგუმენტი მისაღები არ აღმოჩნდა დეპუტატებისთვის და მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, დეპუტატთა უმრავლესობამ დააფიქსირა, რომ არ ემხრობიან სამება-ჯიხეთის სამონასტრო ზონაში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის განკუთვნილი თანხის შემცირებას.

ეს ერთსულოვნება კი გამგებლის ძმამ, კახა ურუშაძემ, რომელიც ფრაქცია "ქართულ ოცნებას" უდგას სათავეში, საბოტაჟად მიიჩნია: "ახლა, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის საბოტაჟი. მივესალმები ოპოზიციის ერთიანობას".

ურუშაძის ამ გამოსვლას კი პროტესტის ნიშნად კოლეგების მხრიდან სხდომის დატოვება მოჰყვა და საკითხიც ჩავარდა.

დარბაზიდან გასვლამდე ფრაქცია "ლანჩხუთი-ევროატლანტიკური მომავლისთვის" წევრმა, გია გოგუაძემ საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსისგან განმარტება მოითხოვა, თუ რას ემსახურებოდა ეს სეკვესტრი: "თუ ვერ ვასრულებთ ბიუჯეტს, რატომ არ ამბობთ. რა შუაშია ოპოზიცია ან პოზიცია, ვის უნდა რაიონისთვის ცუდი?!"

სწორედ დეპუტატთა დემარშის შემდეგ მიიღო საკრებულოს თავმჯდომარემ, გოგი ხელაძემ საკითხის მომდევნო დღისთვის განხილვის გადაწყვეტილება. საკითხი კი, როგორც აღვნიშნეთ, მომდევნო სხდომაზე გამგეობამ საკმაო ცვლილებებით წარმოადგინა, რაც დეპუტატებისთვის მისაღები აღმოჩნდა და ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასაც მშვიდად დაუჭირეს მხარი.

თუმცა, დარბაზში დაძაბულობა კენჭისყრამდე მოხდა, როცა ერთმანეთს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე და სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი ჯუმბერ ბლაგიძე დაუპირისპირდნენ. საქმეში მალევე ჩაერთნენ მათივე კოლეგები და სიტუაცია მანამდე განმუხტეს, სანამ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდოდა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი წამოწყებას, რომელიც ჰიბრიდული სიმინდის თესლის შემოტანას
ლანჩხუთის ბიუჯეტის 48,7 % ადმინისტრაციულ ხარჯზე მოდის, ხოლო აიპ-ების დაფინანსებას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია თბილისში 2 საცხოვრებელ ბინას და
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) პარლამენტის, პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციების
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო
თურქეთ-რუსეთს შორის სამხედრო დაძაბულობამ გავლენა მოახდინა თურქულ ეროვნულ ვალუტაზეც. კრიზისის