ფინანსები

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7831 ლარი გახდა

  2016-12-20 17:11:38

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.7831 ლარი იქნება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7412 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0419 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.8902 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8615 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0287 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დღეს 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე კომისიის
რა ბედი ელით, იპოთეკით დაზარალებულ მოქალაქეებს ამ დრომდე გაურკვეველია. კანონპროექტის
თურქული ჰოლდინგი Calik Energy Group-ი საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე 230
"საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ" სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეებისთვის სახელფასო
ენგურჰესის, ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობის სტრატეგიული ენერგოობიექტის ერთობლივ მართვაზე მოლაპარაკებები
ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის  75% 2006-2012 წლებში იქნა აღებული. ლარის კურსი