კულტურა

ზვიად კვაჭანტირაძის პირველი წიგნი მთელი საქართველოს დამგზავრების მოლოდინში _ "ფეისბუქ-ექსპედიცია საკრიმანჭულოში" (ექსკლუზივი)

ნატო გოგელია  2016-12-22 16:33:42

საპარალმენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ წიგნის წერა დაასრულა. "ფეისბუქ-ექსპედიცია საკრიმანჭულოში" ასე ჰქვია გურული ისტორიებისა და ანეგდოტების ნაკრებს, რომელიც გაყიდვაში 14 იანვრიდან გამოვა

"ამ ათიოდე წლის წინათ, როცა საქართველოში „ფეისბუქური" ცხოვრება მკვიდრდებოდა, ერთი  გვერდი გავაკეთე მხიარული გურული ისტორიებისა და ანეგდოტების მოყვარულთათვის. ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი გვიერთდებოდა საქართველოს ყველა კუთხიდან, მალე გაჩნდნენ მომხმარებლები უცხოეთიდან გვწერდნენ და იხსენებდნენ თავგადასავლებს, გურიაში გატარებულ ბავშვობას, არდადეგებს, წინაპრებს, ყველაფერს, რაზეც მხიარულობდნენ, იცინოდნენ.

ამბებს ისინიც გურული ენაკვიმატობითა და სისხარტით გვიყვებოდნენ. ჯგუფის შექმნის მთავარი დანიშნულებაც სწორედ ეს იყო, რომ გურულ იუმორს ახალი ასპარეზი მისცემოდა. მოგეხსენებათ, გურულები აპოლიტიკურები რომ არ არიან, მაგრამ ვარჩიე, ჯგუფი აპოლიტიკური ყოფილიყო და ამიტომ გაწევრიანების მსურველებს ხუთპუნქტიანი კონსტიტუციც დავუწერე.

რა ვიცოდი მაშინ, რომ ამით კანონმდებლად ვინათლებოდი.

ჯგუფის სახელი „საკრიმანჭულო საზოგადოება" არ შეგვირჩევია შემთხვევით, კრიმანჭული ხომ განსაკუთრებული ხმაა და მხოლოდ გურული სიმღერისთვის დამახასიათებელი. „საკრიმანჭულოს" გზამკვლევი ნაღდი გურული იუმორის უკვდავმყოფელი ნოდარ დუმბაძეა. გურიის თითქმის ყველა სოფელში ცხოვრობს მისი ოლღა ბებია, ილიკო, ილარიონი, ზურიკელა და მურადა.

ისევ ხუმრობენ გურულები, რადგან გენეტიკურად ასე არიან მოწყობილები. ხუმრობენ ყველგან და ყოველთვის – ლხინშიც და ჭირშიც. ხუმრობენ საკუთარ თავზე, ხან ისე, რომ არც კი იციან, ამოთ-ქვეს და მორჩა. მერე იუმორად ქცეულ ამბებს ჰყვებიან სოფლის ბირჟებზე, ავტობუსში, ნადში, სათოხარში და სათხილეში, ზამთრის გრძელ ღამეებში და ზაფხულის ჩეროში. ამბავი გადადის, გადმოდის, ზოგი პერსონაჟების სახელებს ცვლის, ზოგი ისტორიას საკუთარ თავზე ირგებს, მაგრამ რჩება მთავარი – საქართველოს ერთი პატარა კუთხის სახასიათო თუ სიტუაციური იუმორი.

გურული იუმორი გავრცელდა და დამკვიდრდა ინტერნეტ სივრცეშიც. მე კი ჩავიფიქრე ეს ყველაფერი ამეკინძა ერთ წიგნად. თავდაპირველად ვფიქრობდი, ყველა ისტორიას თავისი მთხრობელი ჰყოლოდა ისევე, როგორც ეს ფეისბუქ გვერდზეა, მაგრამ ერთი და იგივე ამბავი ხშირად სხვადასხვა გვარ-სახელით გვხვდება და ეს აძნელებს პირველწყაროს დადგენას, ამიტომ ავტორებს შეველიეთ ("შეველიე" რაღაც ფრანგულად კი ჟღერს, მაგრამ გურულების საყვარელი სიტყვაა და იძულებით გამეტებას ნიშნავს).

ამგვარი და ამ რაოდენობის მასა-ლის მოგროვებას ადრე სოფელ-სოფელ, კარდაკარ სიარული და ხანგრძლივი ექსპედიციები დასჭირდებოდა.

ჩვენმა ძმამ და მეგობარმა „ცუკერამ" (გაიხაროს მაგის ოჯახმა) ეს საქმე გაგვიიოლა. მადლიერი ვართ მისი და ჩვენს წიგნსაც ასე ვარქმევ – ფეისბუქ-ექსპედიცია „საკრიმანჭულოში", მივალთ გურიაში, მარა მარტო გურულების ამარა არა, მთელი საქართველო გვინდა დავიმგზავროთ!  _   ასეთი წინათქმა დაურთო წიგნს -„ფეისბუქ- ექსპედიცია „საკრიმანჭულოში" ზვიად კვაჭანტირაძემ და როგორც ის მიუთითებს,  "მთელ დუნიაზე მიმოფანტულ თანამემემულეებს" უძღვნა. 

ამ გამოცემისათვის საგანგებოდ შესავალი დაწერა  ბესიკ ხარანაულმა.  წიგნში გამოყენებულია ფოტოხელოვან - იური მეჩითოვის გურიაში გადაღებული ფოტოები და „საკრიმანჭულო საზოგადოების"  ფეისბუქის გვერდზე  თავისუფლად გამოქვეყნებული მასალები.

წიგნი დაიბეჭდა სტამბა"სეზანში" და როგორც მისი ავტორი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, საკალანდოდ გურული იუმორის დამფასებლები ფერად, ლამაზ და ძალიან მხიარულ წიგნს  იხილავთ!

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ორი დღის წინ ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა "Queen" ახალი აღიარება მოიპოვა
კანის კინოფესტივალი 2016 დაიხურა. "გურია ნიუსი" ფესტივალის გამარჯვებულთა სიას გთავაზობთ, რაც
ფოლკლორის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი ჩოხატაურს სტუმრობდა.
დღეს კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 120 წლისთავი აღინიშნება. "გურია
ქალაქ ოზურგეთი ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება, რომელსაც ქალაქი
14 წლის ირაკლი ინწკირველი, რომელიც მუსიკალური შოუს x ფაქტორის ერთ-ერთი