სამართალი

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

  2016-12-26 12:35:58

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული ნ. ა. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ნ. ა.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „კალაშნიკოვის" კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 არარეგისტრირებული სანადირო თოფი, „ТК“ მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „ИЖ-78-7,6“-ის მოდელის პისტოლეტი, „СПШ“-ის მოდელის სასიგნალო პისტოლეტი, 8 მჭიდი, 285 საბრძოლო და 1 კუსტარულად დამზადებული ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


"სასამართლო არის ისევ "ნაციონალური მოძრაობის! სირცხვილია, ბაჩო ახალაია ვაშლის გათლისთვის
ე. წ. "სერგო თეთრაძის საქმეზე" დაკავებულმა დავით ლონდარიძემ ციხე
ჩოხატაურში, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარმა სამმართველომ, სპეცოპერაცია 14 ნოემბერს, დილის
ინტერნეტში ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქების ამსახველი კადრები გავრცელდა, რომელიც აეროპორტის
აბაშაში აქციის მონაწილეები, უკვე ორი დღეა, სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. სასამართლოს,
დაკითხვამდე და დაკითხვის შემდეგ