კულტურა

გიზო გიორგაძის პერსონალური გამოფენა

ქეთევან კუკულავა  2016-12-26 18:22:55

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში მხატვარ გიზო გიორგაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო.

გიზო გიორგაძე დაიბადა 1950 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ იანეულში. 1971 წელს ჩააბარა თბილისის საელმწიფო სამხატვრო აკადემიაში _ დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სამრეწველო-გრაფიკის განხრით. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს, რუსეთისა და გერმანიის კერძო კოლექციებში. 2003 წლიდან დღემდე მუშაობს ჩოხატაურის სამხატვრო სკოლაში. იგი არის გურიის მხატვართა კავშირის წევრი. სისტემატურად მონაწილეობს რაგიონულ, საქალაქო და რესპუბლიკურ გამოფენებში. ბატონი გიზო ამაყობს, რომ მისი აღზრდილები წარმატებით აგრძელებენ სწავლას სამხატვრო აკადემიაში.

პესრონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გიზო გიორგაძის მიერ მაღალ პროფესიულ  დონეზე სხვადასხვა დროს შესრულებული ნამუშევრები. თითოეულ მათგანს თავისი შინაარსობრივი და თვისობრივი დანიშნულება აქვს. ყველა ნამუშევარში მხატვრის თბილი და უზომო სიყვარულით სავსე დამოკიდებულებაა მშობლიური  კუთხის _ გურიის მიმართ. მხატვარს თავის ნამუშევრებში ხორცშესხმული ჰყავს  ცნობილი ქართველი მწერლების ნაწარმოებების პერსონაჟები. წარმოდგენილი აქვს სცენები ცნობილი ქართული ფილმებიდან. განსაკუთრებული ადგილი კი სახელგანთქმული მწერლის, ნოდარ დუმბაძის პერსონაჟებს უკავია.

გიზო გიორგაძის პერსონალურმა გამოფენამ ჩოხატაურელი ხელოვნებისმოყვარე საზოგადოების მაღალი შეფასება და მოწონება დაიმსახურა.


              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ამ წუთებში ლანჩხუთის ცენტრში, ღია ცის ქვეშ ფესტივალ "კავკასია 2015"-ის
ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბათუმის ილია ჭავჭავაძის
ქართული თეატრალური საზოგადოება კარგად იცნობს გამოჩენილი რეჟისორის ლილი იოსელიანის შემოქმედებით
როგორც ჩვენი მკითხველისთვის არის ცნობილი, მიმდინარე წლის 2 აპრილს, დაბა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრს, ცნობილ ლოტბარს, 85 წლის  გური
იურმალაში, ყოველწლიურ პოპულარულ მუსიკალურ კონკურს "ახალ ტალღას" ქართველები უბრუნდებიან. ტელეკომპანია