საზოგადოება

დავით ნარმანიამ 2016 წელი შეაფასა და მომავალ პროექტებზე ისაუბრა

ნუცა დავითაშვილი  2016-12-28 16:00:08

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წელს ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა და  2017 წელს გასახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიის ერთ-ერთი ყველაზე გახორციელებული მასშტაბური პროექტი   „ახალი ტფილისი“ გახლდათ, რომლის  რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდა.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და პროექტი 2017 წელსაც გაგრძელდება - „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციას მოიცავს, ასევე, დაწყებულია ნარიყალას ციხე-სიმაგრის რესტავრაცია, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ისტორიული ბაღების ერთმანეთთან დაკავშირება, ასე რომ, „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი ერთ-ერთი მასშტაბური, ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტი იქნება ჩვენი ქალაქისათვის, რომელიც 2017 წელს განხორციელდება“, _ განაცხადა დავით ნარმანიამ და გააკეთა იმ პროექტების ჩამონათვალი, რომელიც თბილისის მერიამ 2016 წელს განახორციელა. ეს გახლავთ  კრწანისი-შინდისის სრულიად ახალი გზა,  პუშკინის ესტაკადა, სამება-მახათას გზა,  რეკოსნტრუირებული ბარათაშვილის ხიდი, ბარნოვის და ნუცუბიძის ქუჩები, აგრეთვე ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზა.

„რაც შეეხება ტრანსპორტს,  ქალაქში უკვე დადის ახალი ლურჯი ავტობუსები და 2017 წლის აპრილში, ჯამში, 143 ერთეული მაღალი ხარისხის, ევროპული და ადაპტირებული, ავტობუსი გვეყოლება.  2017 წელს ჩვენ გვექნება ახალი მუნიციპალური ავტობაზა, რომლის მშენებლობაც უკვე აქტიურ ფაზაშია შესული და რომელიც სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს მუნიციპალურ ავტობუსებს. მიმდინარე წელს ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობდით მეტროს ვაგონების მოდერნიზების კუთხითაც და 20 ვაგონის რემონტი და მოდერნიზაცია განვახორციელეთ. 2017 წელს იგეგმება დამატებით 30 ვაგონის შეკეთება. ეს ყველაფერი მეტროს, როგორც ქალაქისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ტრანსპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს და ჩვენი თანამოქალაქეები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას ქალაქის მასშტაბით“, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება გამწვანებას, თბილისის მერის განცხადებით, მხოლოდ 2016 წელს დედაქალაქის ცენტრსა და შემოგარენში, ჯამში, 180 000 ხე-მცენარე დაირგო, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე 650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული.

თბილისის მერის განცხადებით, 2017 წელს პრიორიტეტულ პროექტებს შორის იქნება  სკოლამდელი აღზრდა-განათლების კერების მშენებლობა.
„2017 წელს თბილისის მასშტაბით 10-მდე ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება, რომელთა ნაწილიც მიმდინარეა, ნაწილის კი უახლოეს ხანებში დაიწყება. 2017 წელს ახალი ბაღები გაიხსნება კრწანისში, ჩუღურეთის რაიონში, წყნეთში, სოფელ გლდანში, ვაშლიჯვარში, სამგორის რაიონში, თემქაზე, სოფელ დიღომში, სოფელ წინუბანში და საბურთალოზე. ამასთან, მომავალ წელს დედაქალაქში 8 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის დაწყება იგეგმება : დიდუბეში, გლდანში, 2 ბაღის მშენებლობას დავიწყებთ დიდ დიღომში, 2 ბაღი აშენდება ნაძალადევში, ასევე, ახალი ბაღი აშენდება ჩუღურეთის რაიონში და საბურთალოზე”, _ აღნიშნა ნარმანიამ.

რაც შეეხება 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურისა და საინჟინრო-ნაგებობების კუთხით დაგეგმილ დიდ პროექტებს, თბილისის მერის თქმით, 2017-ში დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები ჩატარდება 600-მდე მისამართზე, განხალდება  ავლაბრის მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე არსებული მონაკვეთი, პეკინის ქუჩა, ფეიქრების ქუჩა, ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ჩატარდება გზის გაფართოების სამუშაოები, რაც თბილისში ხელს შეუწყობს აღნიშნული გადატვირთული მონაკვეთის განტვირთვას და მოძრაობის გამტარუნარიანობას გაზრდის.

„ გაგრძელდება საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქცია, რისთვისაც 2017 წელს 24 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობა, რომელსაც ჩვენ 2017 წელს ვგეგმავთ ეს გახლავთ ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამომავალი ესტაკადის მშენებლობა, უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდებარე გადატვირთული მონაკვეთების განმუხტვის მიზნით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ და აღNიშნა, რომ მომავალ წელს კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის რაგბის ახალი კომპლექსი, რომლის მშენებლობაც წელს დაიწყო. 4 ჰა ტერიტორიაზე ოთხი მოედანი განლაგდება და  2017 წელს თბილისი უმასპინძლებს რაგბის მსოფლიო ახალგაზრდულ, 20 წლამდელთა თამაშების ერთ ნაწილს“, _ განაცხადა მერმა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მურთაზ აბაშიძე
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეტროს თანამშრომლებისთვის, სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მათი
რეჟისორი ზაზა ურუშაძე და მისი ფილმი "მანდარინები", კულტურის სამინისტროს ინიციატივით,
ქალაქ ლანჩხუთში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების გახორციელება, რომელიც, მთლიანობაში,
"ჟორდანიასა და დუნდუას სახელობის სტადიონების რეაბილიტაცია მოხდება", _ ასეთია ლანჩხუთის
სურსათის ეროვნული სააგენტოს  გურიის სამმართველოს ინსპექტორის ანა პაპავას თქმით,  სამმართველო