საზოგადოება

"მაესტროს" წილი ნიკა გვარამიას რომ არ ეყიდა, "იმედს" მივყიდეთ, რა უნდა ღლონტს? _ უცნობი

ნუცა დავითაშვილი  2016-12-28 16:04:08

ახალი მედიაჰოლდინგის შექმნის შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „მაესტროს“ წილს „იმედი“ შეისყიდიდა და მას ტელეკომპანია ჯიდიესი-ც შეუერთდებოდა, „მაესტროს“ უკვე ყოფილი მეწილეები უცნობი-გია გაჩეჩლაძე და მამუკა ღლონტი სხვადასხვა განცხადებებს აკეთებენ.

გია გაჩეჩლაძის განცხადებით, „მაესტრო“ ფინანსური პრობლემების წინაშე იდგა. იმისთვის, რომ ტელევიზია არ დახურულიყო, წილი ინა გუდივაძეს გადაეცა. წინააღდეგ შემთხვევაში, ტელევიზიის წილის შესყიდვას „რუსთავი2“ და ნიკა გვარამია აპირებდა. მისთვის გაუგებარია, რატომ არის ამ პროცესების წინააღმდეგი მამუკა ღლონტი?

“დავიღალე იმაზე ფიქრით, როგორ დამერიგებინა ხელფასები თანამშრომლებისთვის და გამოჩნდა ადამიანი, რომელიც უკეთესობისკენ დაძრავს მოვლენებს და რატომ არის ეს ღლონტი ყურებჩამოყრილი, თითქოს ვიღაცამ გადააგდო?! ვერ გავიგე, რა უნდა ამ კაცს? მაესტრო” რომ არ გაერთიანებულიყო “რუსთავი 2“-თან ამიტომ ჩავერთე მე. მთლიანი ჰოლდინგი შეიქმნა ინა გუდავაძის მიერ და არა ვიღაც, ნიკა გვარამიას მიერ.... არაფერი უკანონო არ მომხდარა, მეწილეებმა გაყიდეს წილი, ეს წილი შეიძინა ქალბატონმა ინა გუდავაძემ, გააკეთა ჰოლდინგი. ამაში მეც მივეხმარე. მეც ვიყავი ამ პროცესებში ჩართული, რომ ეს წილი არ წასულიყო ,,რუსთავი 2“-ისკეარაფერი უკანონო არ მომხდარა“, _ განაცხადა გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება მამუკა ღლონტს, მისი განცხადებით,“მაესტროს“ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა, ახლა კი ჟურნალისტები უმუშევრები დარჩებიან, ის და მისი გუბნდი კი ბრენდის სახელის მისაკუთრებისთვის, სასამართლოში ბრძლას გააგრძელებენ.

„მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მაკა ასათიანმა წილი გაყიდა, „მაესტროს“ ჟურნალისტები უმუშევრები დარჩებიან, სამწუხაროდ. ..ივანიშვილს რაც ჩადებული აქვს მაესტროში, ასი იმდენი აქვს ამოღებული. მე და ჩემს მეგობრებს ვინ დაგვიბრუნებს დაკარგულ წლებს და წართმეულ ჯანმრთლეობას რაც ამ ტელევიზიაზე ნერვიულობის დროს დავკარგეთ?!
ჩვენ ვიბრძვით 2 მიმართულებით: ბრენდისთვის და 25% -ისთვის, რომლის დაბრუნებასაც აზრი არ აქვს. საკონტროლო პაკეტს მაინც ვერ დავიბრუნებთ. ბრენდისთვის ბრძოლა მიმაჩნია აზრიანად, რომ მათ წავართვათ სახელი ,,მაესტრო“,
_ განაცხადა ღლონტმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის გურიაში ვიზიტისა და სოფლის რწმუნებულებთან დახურული თათბირების
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტი დაიწყო. ცენტრის
თბილისში ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, შეუფერხებელი და დროული გადაადგილების
განათლების სამინისტრომ დირექტორები 17 ნოემბერს წარადგინა. 2014 წლის 21 ნოემბერს კი 
ევროკავშირი მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, _ განაცხადა
ტურიზმის ადმინისტრაცია და "მარგებელი ჰოლდინგი" ბახმაროში სპეციალურ მედიატურს მოაწყობენ. 19 აგვისტოს,