ფინანსები

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ქონებრივი მდგომარეობა

  2016-12-28 16:28:50

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი,  თბილისში, ვახტანგ მე-6 ქუჩაზე მდებარე 220.00 კვ.მ.-ის ფართობის ბინას და ორ მსუბუქ ავტომანქანას _  jaguar xj-ს და hyundai -ს ფლობს. ამის შესახებ კახიშვილის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2016 წლის 23 დეკემბერს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის გასული წლის შემოსავალი 72 550.00 ლარი იყო. ოჯახის სხვა წევრების შემოსავლების შესახებ დეკლარაციაში აღნიშნული არ არის.

დეკლარაციის შევსების დროს კახა კახიშვილის ანაბარზე საქართველოს ბანკში 1750.00 ლარი იყო, ხოლო ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე 3500.00 ლარი ერიცხებოდა.

გასულ წელს მინისტრის ოჯახს მარინე კახიშვილის (შვილი) სწავლის გადასახადისთვის  5250.00 ლარი გაუცია.

რაც შეეხება წინა წლების ქონებრივ მდგომარეობას, 2015 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, კახიშვილს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან, სადაც მას მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეჭირა 20113.63 ლარის შემოსავალი მიუღია.

2014 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი, კახა კახიშვილს შ.პ.ს „კამოსი“-დან სადაც ის  იურისტი იყო, 1875.00 ლარი, ხოლო  შ.პ.ს „ტალიდეველოპმენტი“-დან, სადაც  კონსულტანტის თანამდებობა ეკავა -  5000.00 დოლარის შემოსავალი მიუღია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამი წლის მანძილზე კახიშვილის ქონებრივი მდგომარეობა არ შეცვლილა.

ამავე თემაზე:

ქართველი მინისტრების ვალები

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


თბილისის მერის მოადგილის ნინო ხატისკაცის ოჯახი მიწის 4 ნაკვეთს, საცხოვრებელ
ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ "ვაზიანი კომპანის" "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში "ვითიბი
ავსტრიულმა კომპანიამ "გებრიუდერ ვაისმა" საქართველოში პრემიუმ კლასის ლოგისტიკური ტერმინალი გახსნა.თბილისში 
მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აშშ-ში
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიისა და ინფრასტრუქტურული თანხების შემოსვლის შემდეგ, ტრადიციისამებრ, სოფლის
უფასო სასადილოს შესანახად თანხების მობილიზება გახდება საჭირო _ ხელისუფლებას  65000