კულტურა

საუკეთესო საახალწლო ფილმები (R)

  2016-12-28 16:31:42

თუ ახალ წელს "ბედის ირონიის" და "კუჩხი ბედნიერის" ყურება მოგბეზრდათ და "მარტო სახლშის" სერიებიც უკვე ზეპირად იცით, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა, რადგან დღეს vivus.ge-ს ბლოგი გიამბობთ ფილმებზე, რომლებიც ახალ წელს საოცარ განწყობას შეგიქმნით.

გახსოვდეთ, სანამ ფილმებთან ერთად სავარძელში მოიკალათებთ, საჭიროა საახალწლო სუფრის ინგრედიენტების, საჩუქრებისა და სადღესასწაულო აქსესუარების შეძენა. ამაში კი vivus ge დაგეხმარებათ.

მიიღეთ 50-დან 650 ლარამდე onlain sesxi vivus-გან და ნუ გაიფუჭებთ საახალწლო განწყობას უფულობის გამო.

რაც შეეხება ჩვენს მიერ სპეციალურად თქვენთვის შერჩეულ ფილმებს, მათ შორის პირველ რიგში სანახავია 2011 წელს გადაღებული საახალწლო ფილმი New Year's Eve, რომელიც რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათის, სოციალური ფენისა და პროფესიის ადამიანის წინასაახალწლო პერიოდზე გიამბობთ.

ამ ფილმში მრავლად არიან ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავები და სიუჟეტი სავსეა მოულოდნელობებით.

რეკომენდაციას ვუწევთ ფრანგულ მელოდრამას LE PèRE NOëL-საც, რომელიც პატარა ბიჭუნასა და ყალბი თოვლის ბაბუის ექსტრემალურ თავგადასავალზე გიამბობთ.

ისინი ერთ ღამეში ბევრ დაბრკოლებას გადალახავენ ერთად და საბოლოოდ ორივე მათგანი სულ სხვა ადამიანად იქცევა.

ორიგინალური სიუჟეტით გამოირჩევა ახალი წლის შესახებ 2008 წელს გადაღებული ფილმი Four Christmases, რომელიც აღწერს ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული წყვილის სასაცილო თავგადასავლებს მათი მშობლების ოჯახებში.

I’ll be home at Christmas გახლავთ 90-იანების ბოლოს გადაღებული კინოკომედია ბიჭზე, რომელმაც აუცილებლად უნდა მოასწროს ახალ წლამდე სახლში მისვლა და მამისგან საოცნებო საჩუქრის მიღება. ერთი შეხედვით მარტივი დავალებაა, მაგრამ ფილმის გმირს ძალიან ბევრი დაბრკოლება ელის წინ.

The Holiday - ეს გახლავთ საუკეთესო მელოდრამების სიაში საპატიო ადგილის მფლობელი ფილმი, რომელიც შესაძლოა უკვე ნანახი ჰქონდეთ, მაგრამ მისი სიუჟეტი იმდენად უხდება წინასაახალწლო პერიოდს, მეორედ ნახვაც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

Jingle All the Way - ეს ფილმი ახალი ნამდვილად არ არის, რადგან 1996 წელს გადაიღეს, მაგრამ იმდენ სასაცილო და მხიარულ კადრს მოიცავს, რომ საახალწლოდ კარგი განწყობის შექმნისთვის მისი ნახვა ნამდვილად კარგი იდეაა.

საახალწლო ფილმებს შორის მხიარულებითა და არასტანტარტული სიუჟეტით გამოირჩევა Bad santa-ც, რომელიც სათაურითაც მიხვდებით რომ ბოროტი თოვლის ბაბუის ოინების შესახებ გიამბობთ.

ძველი მაგრამ კარგი საახალწლო ფილმი გახლავთ 1988 წელს გადაღებული Scrooged-იც, რომლის მთავარ გმირსაც საახალწლოდ აუხდება ოცნება და გახდება ძალიან მდიდარი კაცი, თუმცა სიმდიდრეს თან მოყვება ბევრი მოულოდნელობა, რაც უამრავ სასაცილო სიტუაციას ქმნის.

Love Actually – 2003 წელს გადაღებულმა ამ საახალწლო ისტორიამ მაყურებლის ისეთი სიყვარული დაიმსახურა, რომ ამ სტატიის მისი ხსენების გარეშე გამოქვეყნება უსამართლობა იქნებოდა.

(R)

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები თბილისის 300-მდე წერტილში ელექტრონული წიგნების სახლი "საბა", თბილისის
რამდენიმე დღის წინ, ჩოხატაურში, "ივლიტას  ბიბლიოთეკაში", ნიჭიერი ახალგაზრდების: ნიკოლოზ კიწმარიშვილისა 
(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პოლონეთში ვიზიტით მყოფი
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი
2014 წელს საქართველოს უნდა ჰქონდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უახლესი
ჩოხატაურის სახალხო თეატრში ახალ სპექტაკლზე მუშაობენ _ რეჟისორ გოგი ცინცაძის