საზოგადოება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა

  2016-12-28 17:04:09

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო ანგარიშების პირველადი პროექტები მოისმინეს.

მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ კომიტეტს „შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვთა მონაწილეობის თაობაზე ბავშვის უფლებათა კონვენციის" დამატებითი ოქმის და „ბავშვთა ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის თაობაზე ბავშვის უფლებათა კონვენციის" დამატებითი ოქმის საქართველოს მიერ იმპლემენტაციის შესახებ მომზადებული ანგარიში წარუდგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, აღნიშნულ კონვენციებს საქართველო 2002 წლიდან შეუერთდა და ყოველ ორ წელიწადში სახელმწიფო ანგარიშები მზადდება, რაც შეეხება პოლო პერიოდში მომზადებულ მოხსენებებს, ისინი ჯერ კიდევ2007-2011 წლებში უნდა მომზადებულიყო, თუმცა მათი წარდგენა დაგვიანდა.

მინისტრის მოადგილემ ანგარიშების მომზადების სპეციფიკაზე, მათზე მომუშავე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობასა და ანგარიშებში მოცემულ მიმართულებებზე ისაუბრა. კომპეტენციების ფარგლებში სახელმწიფო ანგარიშებში უწყებების საქმიანობის თაობაზე მოხსენებები იუსტიციის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლებმაგააკეთეს.

მათ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებსა და იმ პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რასაც შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის არ დაშვება და ბავშვთა ტრეფიკინგის, ვაჭრობის დაპროსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული სამუშაოები წარმოადგენდა. საკითხის განხილვისას, კომიტეტის სხდომაზე შეკითხვები დაისვა და დამატებითი რეკომენდაციები გამოითქვა, რაც სახელმწიფო ანგარიშის საბოლოო ტექსტშიაისახება.

კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის მეორე საკითხს საკანონმდებლო წინადადების განხილვა წარმოადგენდა. კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება იურიდიულ საკითხთაკომიტეტში უკვე შესულია და საკითხზე მუშაობა დაწყებულია, შესაბამისად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო წინადადების შინაარსობლივად არ განხილვას და დაელოდებაიურიდიული კომიტეტის დასკვნას.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ
რეალ ტვ-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა გურამ დონაძემ ახალი საინფორმაციო სააგენტო დააფუძნა,
"ძალიან სამწუხაროა, ძლიერი თეორეტიკოსი და რაც ყველაზე მთავარია, ეკონომიკური რეფორმების
​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ნატოს საგარეო
პროექტ „ახალი ტფილისის“  I  ეტაპი 1 დღეში დასრულდება. განახლებული აღმაშენებლის
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის