პოლიტიკა

მყარი ნარჩენები საქართველოში _ ვინ როგორ ასრულებს ვალდებულებებს

  2016-12-28 18:23:48

საქართველოში ნარჩენები  ეკოსისტემების დაბინძურების და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

უყურეთ გადაცემას და გაიგებთ რა მდგომარეობაა ნაგავსაყრელებზე, რას აკეთებს ნარჩენების მართვის კომპანია, რა ვალდებულებები აქვს მუნიციპალიტეტებს და რამდენი საჯარიმო ოქმია შედგენილი სხვადასხვა უწყების მიერ ნარჩენების არასწორად განთავსებასა თუ ნაგავსაყრელების არასწორ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრები არიან: საქართველოს ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი და  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი  ნელი კორკოტაძე.

გადაცემის მეორე ბლოკიდან გაიგებთ რა მდგომარეობაა გურიის მუნიციპალიტეტებში, სად და როგორ გროვდება მყარი ნარჩენები და რა პრობლემის წინაშე დგას ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლება.

მეორე ბლოკის სტუმარია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე.

გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში.
M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი.
გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს,
როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.
              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ლელა იმედაშვილი ჩოხატაურის საკრებულომ ჩოხატაურის გამგებლად აირჩია
"ქართულმა ოცნებამ“  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
„გურია ნიუსის“ საგამოძიებო ფილმის როგორ გაარემონტეს არსებული და არარსებული ბაღები
გასული კვირის ერთ-ერთი აქტუალური თემა გუბერნიის ახალი შენობის მაკეტი გახდა,
ურეკი. დღის პირველი საათი. ურეკის ცენტრში სამი ქალბატონი შევნიშნე. ისინი
რა გეგმა აქვს კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს კოჰაბიტაციის დასასრულებლად, არის