მთავარი თემა

„თავისუფალი სიტყვის დამცველი 2016“ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი გახდა

  2016-12-28 22:25:35

"გურია ნიუსის" ჟურნალისტმა თამთა კაკაურიძემ "თავისუფალი სიტყვის დამცველი 2016"-ის ნომინაციაში გაიმარჯვა.

აღნიშნული ჯილდო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებს" ეკუთვნით და ყოველწლიურად სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს გადაეცემათ.

წელს "თავისუფალი სიტყვის დამცველი 2016"-ის ნომინაციაში ასევე დაჯილდოებულები არიან ჟურნალისტები: სალომე გოგოხია (ტელეკომპანია "მაესტრო"), მაცაცო გახოკიძე (ტელე-რადიო კომპანია "ობიექტივი") და გენო ოსიყმაშვილი (GDS); ჯაბა ხუბუა (ასავალ-დასავალი), მანანა სუხიშვილი (საერთო გაზეთი"), ნათია კოპალიანი ("აჭარა") და ნენე სტეფანიშვილი- (რეპორტიორი"),

ორგანიზაციის მიერ დაწესებული სხვა ჯილდოები ასევე გადაეცათ:

"ღია საზოგადოების მხარდამჭერის" ნომინაციაში  - სააგენტო "კვირა"-ს.

"ორგანიზაციის მეგობარი" - ადვოკატები ირაკლი ყანდაშვილი და ლია მუხაშავრია გახდნენ.

"ყველაზე ღია საჯარო უწყება"-დ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დასახელდა;

"ყველაზე კომუნიკაბელური" უწყება  - ქონების მართვის ეროვნული სააგენტო;

"ახალგაზრდული იდეების ქომაგი" – "ქალთა ფონდი საქართველოში"

"ყველაზე ღია ინსტანცია" - ბათუმის საქალაქო სასამართლო;

"საზოგადოების ხმა" -ემა ტუხიაშვილი ("პალიტრა ნიუსი"),

დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის პრიზი ტელეკომპანია "იბერია"-ს გადაცემას - "ბიზნეს კოდი" ერგო;

"საუკეთესო მომსახურებისთვის" - "საქართველოს რკინიგზა" დაასახელეს, ხოლო "საუკეთესო თანამშრომლობისთვის და ინსტიტუციური დიალოგისთვის" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გაიმარჯვა.

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოაკტები" სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს ყოველწლიურად უკვე მეოთხედ აჯილდოებენ.



საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღმოჩენილ ვიდეომასალებთან
კრიმინალის ზრდასთან დაკავშიორებით, შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, ოპოზიციის წარმომადგენლების
ქალაქ ოზურგეთში ორ  სხვადასხვა ადგილზე, ქართველი მწერლის ეგნატე ნინოშვილის და
"გურია ნიუსი" თითქმის ერთი წელია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას
"ბევრი მოსამართლე მინახავს ჩემთან ატირებული. საქმე რომ შეხვდა ამას ვერ
უმცირესობა ხვალინდელ საპარლამენტო სესიაზე წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერს.