საზოგადოება

ირაკლი კობახიძე სამთავრობო ცვლილებებს არ გამორიცხავს

ნუცა დავითაშვილი  2016-12-29 17:00:58

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამთავრობო ცვლილებებს არ გამორიცხავს, თუმცა, იმედი აქვს, რომ მოქმედ პრემიერთან და სამთავრობო გუნდთან, რომელსაც ქვეყნის განვითარებაზე მკაფიო ხედვა აქვს, მუშაობას გააგრძელებს.
„მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო ბირთვს, დარწმუნებული ვარ, ერთად ვიმუშავებთ. ამ გუნდს აქვს მკაფიო ხედვა, ჩვენი ქვეყნის განვითარების. მათ შორის აქცენტი კეთდება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე!”, _ განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
ირაკლი კობახიძის აზრით, გასული წელი პოლიტიკურად წარმატებული აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის _ მათ შეძლეს  გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვება, თუმცა, დარჩა უამრავი პრობლემა, დაკავშირებული შიდა და გარე ფაქტორებთან და ამ მხრივ მმართველ გუნდს ბევრი საზრუნავი აქვს.
გარდა  “ქართული ოცნების” გამარჯვებისა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამკვირვებელმა "ეს არჩევნები შეაფასა, როგორც გამჭვირვალე და სამართლიანი. შესაბამისად, ეს იყო დემოკრატიის გამარჯვებაც. ეს იყო წარმატებული წელიწადი პოლიტიკური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანასი უამრავი პრობლემა და გამოწვევაა, რაც დაკავშირებულია გარე და შიდა ფაქტორებთან. თუმცა, ჩვენი საზრუნავია, თითოეული ადამიანი იყოს დაკმაყოფილებული. ვცდილობთ, ყველა ადამიანი, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება, შევუმსუბუქოთ ცხოვრების პირობები. კიდევ ერთხე, დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ამ მიმარტულებით ბევრი გვაქვს საზრუნავი”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


საქართველოს საპატრიარქოს განცხადება რომის პაპის ვიზიტთთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, სადაც
11 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროში
ანსამბლ, "ერისიონის" თბილისში ჩამოფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ირინა ინარიძის განცხადებით, სასწავლო წელი ნამდვილად
    ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის სათესლე მასალის კონკრეტული წონა და ფასი მაინც
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამ წუთებში "კურიერის" სპეციალური