მსოფლიო

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მორიგი სამხედრო შეტაკება მოხდა

ნუცა დავითაშვილი  2016-12-29 17:32:04

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა სამხედრო ძალებმა დივრსიული შეტევა განახორციელეს სასაზღვრო სოფელ ჩინართან, დაღუპულია რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე.

„მართალია, მოწინააღდეგის შეტევა მოგერიებულია, მაგრამ ორივე მხრიდან არიან დაღუპულები. ჩვენს მხარეს გააჩნია უტყუარი ფაქტები აზერბაიჯანელი სამხედრო ძალების მხრიდან საზღვრის დაბომვის მცდელობის შესახებ. ამ პროვოკაციაზე სრული პასუხისმგებლობა აზერბაიანის  მთავრობას ეკისრება“,-განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტრის პრესსპიკერმა არცრუნ ოვანისიანმა.

news.am-ის ინფორმაციით, სამხედრო პროვოკაციის დროს დაღუპული აზერბაიჯანელი სამხედროს ცხედარი, სომხეთის ტერიტორიაზეა ნაპოვნი.

აზერბაიაჯნული მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს სომხეთის მხრიდან 39 რეჟიმის დარღევის ფაქტი დაფიქსირდა, რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ფაქტს, ამაზე აზერბაიაჯნული მხარე განცხადებებს არ აკეთებს.

„იჯევანის, გაზახის, ტოვუზის რაიონებიდან, აგრეთვე ოკიუპირებული სოფლების გეიარხის, ხირლის, შიხლარის, ხოჯავინდსკის მხრიდან აზერბაიჯანულმა მხარემ 39-ჯერ გახსნა ცეცხლი“, _ იუწყება trend.az.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ნეპალში, კატმანდუს დასავლეთის მთიან რეგიონში მეწყერის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. WASHINGTONPOST-ის ინფორმაციით,
კალიფორნიაში აივნის ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. "გარდიანის" ინფორმაციით,
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ახლახან დაინიშნა ოდესის გუბერნატორად,
უკრაინაში დაკავებულ ორ რუს სამხედროს ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლებენ. როიტერის  ცნობით, დაკავებული
საქართველოს 31 წლის მოქალაქე საბერძნეთის ქალაქ ათენში იმ დროს დააკავეს,
ბიზნესმენი და მოდელი, კიმ კარდიშიანი, პარიზში იარაღის მუქარით 2-მა პოლიციის