პოლიტიკა

ნათია შარაშენიძემ ბეგლარ სიორიძესთან სასამართლო დავა წააგო (R)

  2016-12-30 10:38:57

მიმდინარე წელს, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს წევრმა ნათია შარაშენიძემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან  გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლის მოსაკრებლის გადახდაზე უარი განაცხადა და სარჩელით სასამართლოს მიმართა.

დღეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ნათია შარაშენიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის,  როგორც საკრებულოს წევრი, არ თავისუფლდება მოსაკრებლის გადახდისგან და კანონი ასლის მოსაკრებლის შესახებ ყველა მოქალაქეზე, მათ შორის, საკრებულოს წევრზეც თანაბრად ვრცელდება.

ქალბატონი ნათია მიზანმიმართულ პროვოკაციას ეწეოდა ქალაქის მერიის მიმართ. მას შესაძლებლობა ჰქონდა, მისთვის საჭირო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით გამოეთხოვა, რაც მოსაკრებლის გადახდას არ ექვემდებარება, ასევე, შარაშენიძეს შეეძლო ინფორმაციას გაცნობოდა  დედანში.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის აღნიშნული ფორმებით მან არ ისარგებლა, ხოლო ქალაქის მერიის მიერ, კანონის მიხედვით, დაწესებული მოსაკრებლის გადახდაზე უარი განაცხადა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


"გურია ნიუსის" პრესპატრულს მიაწოდეს ინფორმაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების "კოალიცია
საინფორმაციო სააგენტო "მე მიყვარს ხაშური"-ის ჟურნალისტი გიორგი ქართველიშვილი "ქართული ოცნების"
ლანჩხუთის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ბოლო სხდომა, სადაც თანამდებობაზე დასანიშნი კადრები
ნასაკირალის ნომერ 59 საარჩევნო უბანზე ხმის დამთვლელმა კომისიამ უკვე დაამთავრა
უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის მიერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრებილი აბაშიდან
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, გუშინ, განათლების სამინისტროსთან გამართული