საზოგადოება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მომავალი წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

  2016-12-30 13:08:36

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის  სხდომაზე კომიტეტის 2017 წლის საქმიანობის გეგმაზე იმსჯელეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი.

როგორც საკითხის წარდგენისას კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, წარმოდგენილი 2017 წლის საქმიანობის გეგმით დეტალურად არის გაწერილი კომიტეტის მუშაობის ყოველთვიური გრაფიკი როგორც საგაზაფხულო, ასევე საშემოდგომო სესიებისთვის. მთავარი საკითხი, რომელზეც კომიტეტი უწყვეტად აპირებს მუშაობას, არის კომიტეტში შემოსული კანონპროექტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საკანონმდებლო წინადადებების განხილვა.

კომიტეტის საქმიანობის გეგმაშია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველდღიური/ყოველთვიური ოპერატიული ინფორმაციის  დამუშავება და საჭიროების შემთხვევასი განხილვა; ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი არააუდიტირებული საბალანსო უწყისის დამუშავება და ასევე საჭიროების შემთხვევაში განხილვა; მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წერილების განხილვა და შესაბამისი რეაგირება. კომიტეტი ტრადიციულად მოისმენს ბიზნესომბუდსმენის მიერ კომიტეტისათვის წარდგენილ წლიურ ანგარიშს, კვარტალურად განიხილავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ანგარიშებს, განიხილავს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის  შესრულების  პირველი კვარტლის, 6 თვისა და 9 თვის ანგარიშებს და სხვა.

კომიტეტი მომავალი წლის ბოლოსთვის კი  ეროვნული ბანკის  მიერ წარმოდგენილი მომავალი სამი წლის  (2018-2019-2020 წლების) მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების  პროექტის განხილვას, დადგენილების პროექტის შემუშავებასა და პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენას გეგმავს. კომიტეტი ტრადიციულად იმუშავებს შემდგომი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტზე.

მთელი წლის განმვალობაში დაგეგმილია საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების  (WB; IMF; GIZ; NDI; UNDP; USAID) წარმომადგენლებთან  შეხვედრები, მათი კვლევებისა და რეკომენდაციების გაანალიზება და მათ საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობის დახვეწა.

კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს ე.წ. ლარიზაციის რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტთა პაკეტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს და მხარი დაუჭირეს პლენარულ სხდომაზე მესამე- საბოლოო მოსმენით განსახილველად გატანას.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


დღეს გაიმართა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა.
 "ენერგო პრო ჯორჯიას" ლანჩხუთის სერვისცენტრის ინფორმაციით, კომპანიის ბრიგადების მიერ გატარებული
ამ წუთებში, რუსთაველის სახელობის თეატრში, რეჟისორი რობერტ სტურუა, კომპოზიტორი გია
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ანასეულში ამ წუთებში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი
"ღია დემოკრატიის კომიტეტი" უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება კომიტეტის პრეზიდენტმა
2011 წლის 7-8 ოქტომბერს, ყირგიზეთში, ისიკ-კულის სანაპიროზე, ჩატარდა პირველი საერთაშორისო