საზოგადოება

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

  2016-12-30 16:14:39

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ს.გ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს სისტემატური ურთიერთობა ჰქონდა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან და ე.წ. ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ეხმარებოდა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ „კანონიერ ქურდს“ - კ.გ.-ს ე.წ. ,,ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებაში.  მისივე მითითებით, დაკავებული სისტემატურად აგროვებდა და ინახავდა ე.წ. ,,ქურდული საერთოსთვის“ განკუთვნილ ფულს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, 30700 აშშ დოლარი, 1000 ლარი, სხვადასხვა ჩანაწერები _ ე.წ. „ქურდული საერთოს სიები“ და  ძვირადღირებული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ხუთსულიანი ოჯახი ახალ წელს უსახლკაროდ დარჩა.
ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარებმა კიბოს "აქილევსის ქუსლი" აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას
როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია მერკვილაძე "გურია ნიუსთან" ამბობს,
სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ჩეჩელაშვილის
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ისევ დაძაბულობაა. საჯარო სკოლის პედაგოგები, მშობლები