საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება ახალი წლის დღეებში _ უახლესი ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოდან

  2016-12-30 17:45:34
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით დაბლობში 10-15 გრადუსი იქნება. კოლხეთის დაბლობზე იქროლებს ძლიერი აღმოსავლეთის ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი შესაძლოა იყოს მცირე ნალექი, კერძოდ, კახეთში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 5-10 გრადუსია მოსალოდნელი.
31 იანვარს თბილისში საღამოს შესაძლოა იყოს მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 6 გრადუსი, ღამით -1 გრადუსი იქნება.
1 იანვარს ღამით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა დღის მეორე ნახევარში იწვიმებს, მთასა და მაღალმთაში თოვლი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 5-10 გრადუსი იქნება; ღამით - 1-6 გრადუსი. მთაში ღამით -1;-6; მაღალმთაში -8;-3 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ღამით უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით მცირე წვიმა, მთასა და მაღალმთაში - თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის ტემპერატურა -5;0; დღისით 6-11 იქნება.
1 იანვარს თბილისში ღამით -2 გრადუსი, დღისით კი 9 გრადუსი იქნება. შესაძლო მცირე წვიმა.
2 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით იწვიმებს, მთასა და მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი და ყინვები შენარჩუნდება.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით უმეტესად ნალექი თოვლი სახით იქნება, დღისით უმეტესად უნალექოდ. ბარში ღამით მოსალოდნელია -2; +3 გრადუსი; დღისით - 5-10 გრადუსი.
თბილისში ღამით მცირე წვიმა იქნება, დღისით კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
3 იანვარს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, ლანჩხუთში გასახარჯი 756 256
არალეგალური მიგრაცია და მასთან დაკავშირებული გაურკვევლობები საქართველოდან წასული არაერთი ადამიანისთვის
ETF-მა ჩაატარა კვლევა პარტნიორ ქვეყნებში, სადაც შესწავლილი იყო მოქალაქეთა ის
შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე ამ ეტაპზე იაშვილის კლინიკის ინტენსიური
30 მარტს, 19:00 საათზე თიბისი გალერეა  კონსტანტინე მინდაძის პროექტს "სიცოცხლის
ლანჩხუთის მუნიციპალიუტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძე და ბიუროს წევრი რამდენიმე