გურია

სურვილები სრულდება "გურია ნიუსთან" ერთად _ ემოციები და 373 ბავშვის ახდენილი ოცნება (ვიდეო)

  2017-01-01 12:22:40

მედიასახლ „გურია ნიუსის“ და გურიის ახალგაზრდული გაზეთის „21-ს ქვევით“ აქცია „წერილი თოვლის ბაბუას“ დასრულდა.


პროექტი, რომელიც 10 წელია მიმდინარეობს, წელს, სოციალურად დაუცველ, 12 წლამდე ბავშვებს საშუალებას აძლევდა „თოვლის ბაბუასთვის“  წერილები 4 დეკმბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით მიეწერა.

ყველა შემოსული წერილი, რომელიც გაზეთიდან ამოჭრილ ტალონზე იყო დაწერილი ლატარიის პრინციპით გათამაშდა და პროექტში მონაწილე „თოვლის ბაბუებმა“ და „ბებიებმა“ ბავშვებს ის სურვილები აუსრულეს, რაც ლატარიის ბილეთით ერგოთ _ სარეცხი მანქანები, მაცივრები, ტელევიზორები, პლანშეტები, ტელეფონები, პროდუქტები, სათამაშოები, ტანსაცმელები _ წელს აქციის მასშტაბმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

საახალწლოდ ამ პროექტმა ის 373 ბავშვი გაახარა, რომლებმაც აქციის მიმდინარეობის დროს გამოაგზავნეს წერილები და რომლებმაც პროექტის პირობები დააკმაყოფილეს _ იყვნენ სოციალურად დაუცველები.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ჩოხატაურის ავტოსკოლას  დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი ნახევარ საუკუნეზე მეტია,
ამ წუთებში, ქალაქ ოზურგეთში, სავაჭრო ცენტრი "მოდერნი" იწვის. ადგილზე უკვე
„გურია ნიუსისა“ და  არასამთავრობო ორგანიზაცია “Post ალიონის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 6
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ანასეულში 20 ჰექტარი ტყე დაიწვა. ხანძრის გამომწვევი
 „გურია ნიუსის“ საკალანდო ლატარია, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახების 18 წლამდე ბავშებისთვის
  რეზო ცქვიტინიძის დოკუმენტური ფილმი "ორი დღე ბახმაროს საძოვრებზე"