პოლიტიკა

"საქართველო აშშ-სგან მეტ მხარდაჭერას და თანამშრომლობას ელოდება" _ გიორგი მარგველაშვილი

  2017-01-02 13:06:19

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ამერიკელი სენატორების დელეგაციას შეხვდა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური გვატყობინებს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პატრნიორობის გაღრმავებისა და ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

”განვიხილეთ ჩვენი მდგრადი თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების, ასევე, სამხედრო თანამშრომლობისა და ოპერაციების მხარდაჭერისათვის. გამოვთქვით ჩვენი მადლიერება და პატივისცემა ამ ქვეყნის იმ მამაცი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ავღანეთში თავისუფლებას იცავენ. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი“, _ განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის შეფასებით, აღნიშნული ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, რადგან კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

”უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ დელეგაცია შედგება ორივე პარტიის წარმომადგენლებისაგან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, როგორც ”რესპუბლიკელების”, ასევე ”დემოკრატების” მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსადმი. დღევანდელ დღეს, გარდამავალ პერიოდში, როდესაც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ემზადება ოფისში შესასვლელად, სწორედ ამ დროს, ასეთი ვიზიტი და ხაზგასმა იმაზე, რომ საქართველო ის სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ძალიან ღირსეული და მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, უმნიშვნელოვანესია. დღევანდელ შეხვედრაზე განხილულ იქნა ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას ამ თანამშრომლობის, უსაფრთხოების გარემოს და ეკონომიკური ურთიერთობის გასაძლიერებლად. საუბარი შეეხო იმას, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც არსებობს ორ ქვეყანას შორის, ჯერ კიდევ არ არის ამოწურული და ჩვენი ურთიერთობის განვითარება შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით“, _ განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


მანუჩარ მაჩაიძემ  "პატრიოტთა ალიანსი" დატოვა, - ამის შესახებ მანუჩარ მაჩაიძემ
"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე ოზურგეთში წინასაარჩევნო შეხვედრებში
მოსამართლის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი განცხადებას ავრცელებს. "პროფესიულ დღეს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქციაზე წასვლის მსურველებს, კოალიციის მიერ, ამ დღისთვის
ზაქარია ქუცნაშვილი პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებს, ერთი მიზნით ხსნის. მისი განცხადებით,
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის