საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა

  2017-01-03 12:50:27

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა.

ბრძოლას ტელეკომპანიის ხელმძღვანელის პოსტზე ვასილ მაღლაფელიძე, ნინო ზაუტაშვილი, თინათინ ბერძენიშვილი, ნათია კუპრაშვილი და ზაალ ანჯაფარიძე განაგრძობენ.

სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო, დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ზაალ ანჯაფარიძე - 6 ხმა; ვასილ მაღლაფერიძე - 6 ხმა; ნინო ზაუტაშვილი - 5 ხმა; თინათინ ბერძენიშვილი - 8 ხმა; ნათია კუპრაშვილი - 8 ხმა.

მეორე ტურში გადასულმა კანდიდატებმა ტელევიზიის მართვის საკუთარი კონცეფცია უნდა წარადგინონ, უპასუხონ საბჭოს წევრების შეკითხვებს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ვინ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.

გასაუბრების პროცესი ხვალ და ზეგ გაიმართება.

წყარო

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


მიხეილ სააკაშვილის ოზურგეთში სიტყვით გამოსვლის დროს, რომელიც პირდაპირ ეთერში
ზურაბ კიღურაძე: _ ალბათ, იმართება. დღევანდელი სიტუაცია, რა თქმა უნდა, სასიამოვნო
 მომავალი კვირიდან  ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტი ვაკანსიების
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა გამოყო ერთი სამედიცინო ბრიგადა, რომელიც
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიგინეიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და
" არ მაქვს იმის განცდა, რომ ოზურგეთელი საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის