საზოგადოება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი_ უახლესი ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოდან

  2017-01-03 13:49:52

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 იანვრის ჩათვლით საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 

ხვალ, დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 5-10 გრადუსი; მთაში -2;+3; მაღალმთაში -5; 0 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 6-11გრადუსი; მთაში -2;+3; მაღალმთაში -1;-6 გრადუსია მოსალოდნელი.
უნალექო ამინდი იქნება თბილისშიც, ჰაერი კი 9 გრადუსამდე გათბება.

5 იანვარს საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს და 10-15 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში 5-10 გრადუსი იქნება.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ღამით -3 გრადუსი, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8 გრადუსი იქნება.

6 იანვარს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იწვიმებს, მაღალმთაში კი მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14-19 გრადუსი, ღამით +2;+7გრადუსია მოსალოდნელი.

7 იანვარსაც დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით კვლავ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერი 13-15 გრადუსამდე გათბება.

8 იანვრის შემდეგ საქართველოში ამინდი შესაძლოა შეიცვალოს.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების დაფინანსებისთვის ყოველთვიურად 450
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში,გულიტაშვილების ექვსულიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. გამთენიას, მათი
პარლამენტთან, დაზარალებულმა მეანაბრეებმა შიმშილობა და საპროტესტო აქცია შეწყვიტეს. აღნიშნული გადაწყვეტილება
სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პირებისთვის 112  ახალ სერვის იწყებს. კერძოდ, სერვისის
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო პროგრამის „დანერგე მომავალი" განცხადებების მიღების
სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა აღდგა _ საზღვრის გადაკვეთა უკვე