მსოფლიო

სტამბოლის ღამის კლუბში ტერორისტული აქტის ჩადენაში ეჭვმიტანილი ყირგიზეთის მოქალაქეა

  2017-01-03 14:29:40

თურქმა სამართალდამცავებმა, ახალი წლის ღამეს, სტამბოლში,  ბეშიკთაშის რაიონში მდებარე ღამის კლუბ Reina-ში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე ტერორისტის ვინაობა დაადგინეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ის ყირგიზეთის მოქალაქე 28 წლის ლახე მაშრაპოვია.
კონტრტერორისტულ საკითხებში წამყვანი თურქი ექსპერტის აბდულა აგარის განცხადებით, ტერორისტი შესაძლოა პროფესიონალი მკვლელია. აგარის განმარტებით, მკვლელის ქმედებები მიანიშნებს, რომ ის ქილერია და ადამიანებისთვის ადრეც არაერთხელ უსვრია.

„თავდამსხმელი ზუსტი, პრაქტიკული და ცივსისხლიანი პროფესიონალია“ - განაცხადა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს, სტამბოლში,  ბეშიკთაშის რაიონში მდებარე ღამის კლუბში, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. კლუბში მოულოდნელად გახსნილი სროლის შედეგად  დაღუპულია 35 და დაშავებულია 70-ზე მეტი ადამიანი.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ყველაზე მძიმე სპორტსმენად აღიარეს სუმოს მოჭიდავე, ლონდონელი შარან ალექსანდერი. მისი
ინდოეთში ავტობუსი გზიდან გადავრადა. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTONPOST ავრცელებს. პოლიციის თქმით,
უკრაინაში საბჭოთა კავშირის დროს გადაღებულ ფილმებს საახალწლოდ აკრძალავენ. აღნიშნულ ინფორმაციას
ინდოეთში  ალკოჰოლური სასმლის მიღების გამო 35 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20-მდე
ბერძენმა პარლამენტარებმა ევროკავშირთან დადებულ ხელშეკრულებას კიდევ ერთხელ უყარეს კენჭი. BBC- ის
"ისლამური სახელმწიფო" მარსელში, მომდევნო თვეში, ინგლისის ნაკრების მხარდამჭერებზე თავდასხმას გეგმავს.