საზოგადოება

თქვენი მოღვაწეობა სამაგალითოა და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის"" _ ირაკლი კობახიძე

  2017-01-04 11:52:21

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

"თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს! ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს. თქვენი მოღვაწეობა სამაგალითოა და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის.

თქვენი ძალისხმევით გადაწყდა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე და თავისი მასშტაბით ისტორიული პრობლემა -საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საერთაშორისო აღიარება. თქვენ ბრძანდებით ცივილიზაციათა დიალოგის იდეის ერთ-ერთი ავტორი. დიდია თქვენი ღვაწლი საქართველოს არა მხოლოდ სასულიერო, არამედ საერო ცხოვრებაშიც. უმნიშვნელოვანესი და ფასდაუდებელია თქვენი როლი საქართველოს  უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში.

პირადად ჩემი და საქართველოს პარლამენტის სახელით, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უფლის სადიდებლად და ჩვენი ერისა და ხალხის სამსახურში", _ ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


დეკანოზი სერაფიმე დანელია ბოლო დროს ეკლესიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება
ლანჩხუთში, კუპრეიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ცინცაძეების ხუთსულიანი ოჯახი სახელმწიფოს სოციალურ
ბაკურიანი საქართველოში  სამთო-კლიმატური კურორტია და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. ისტორიის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს გადაწყვეტილებით, 2013-2014 სასწავლო წლისათვის
რამდენიმე წუთის წინ, სასულიერო პირებმა რუსთაველის პროსპექტზე გაჩერებულ მრევლთან ერთად