საზოგადოება

ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა

ნუცა დავითაშვილი  2017-01-04 16:55:36

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს ქართული ღვინოს ექსპორტი გასულ წელთან შედარებით გაიზარდა და მაჩვენებელმა 33 %-ს გადააჭარბა.  საქართველოდან ექსპორტირებულია 113, 8 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული ღვინო.

ჩინეთის მიმართულებით ღვინის ექსპორტის ზრდამ 2015 წელთან შედარებით შეადგინა _ 98% (5 299 149 ბოთლი), უკრაინა _ 70% (5 811 050), რუსეთი _ 49% (27 222 076), პოლონეთი _ 46% (2 329 820), კანადა _ 34% (210 936), ბელორუსი _ 30% (1 174 362), დიდი ბრიტანეთი _ 28% (97 226), ესტონეთი - 25% (631 632), ყირგიზეთი - 24% (230 776), აშშ - 19% (294 382), ლატვია _ 19% (1 258 632), იაპონია _ 15% (159 654), გერმანია - 6% (292 454), ჩეხეთი _ 353% (119 648) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულში რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი შევიდა.
ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, საუკეთესო ქართულ ღვინოებს შორის მოთხოვნილება გაიზარდა „ქინძმარაულზე“, „მუკუზანზე“,ხავანჭკარაზე“, „ახაშენსა“ და „წინანდალზე“, აგრეთვე ჭაჭაზე, ღვინომასალის, ჩამომსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტზე.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


"ჩემი პოზიციაა, რატომაც არა, თუმცა, შორსაა ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები", _
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გელა კობალაძეს თანამდებობრივი ქონებრივი დეკლარაცია
აღნიშნული სათაურით სტატიას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს, სადაც საუბარია აშშ-ს
ახალი წლის და შობის ღამეს მეტრო, საბაგირო გზა "რიყე-ნარიყალა" და
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ადიგენის
ცოტა ხნის წინ ქვემო ფონიჭალაში, რუსთაველის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ადგილზე