პოლიტიკა

ხელისუფლებას და არასამათავრობებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ სურთ _ გიგლა ბარამიძე

ნუცა დავითაშვილი  2017-01-04 17:02:16

„დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, არც ხელისუფლებას, არც არასამთავრობო სექტორს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა არ აწუხებს, რადგან ხელისუფლება დამოუკიდებლად ვერაფერს წყვეტს, მესამე სექტორი კი დაფინანსების გარეშე დარჩება.
„ჩვენი მთავრობა, იცით, როგორ მუშაობს? ამერიკის ელჩი მიდის კვირიკაშვილთან დავალებით. მერე ეს ადის ბიძინასთან, იქ მოილაპარაკებენ რაღაცას. მიღებულ გადაწყვეტილებას თავში უდებენ უმრავლესობის წევრებს და მათ მეშვეობით ახმოვანებენ მორიგ სისულელეებს. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება და რუსეთთან დიალოგის დაწყება არასამთავრობოებს და "ნაციონალებს" არ სურთ. ოღონდ არა იმის გამო, რომ რუსეთი ოკუპანტია. ეს პრობლემა რომ მოგვარდეს, ხელს ვერავისკენ გაიშვერენ და გრანტებსაც ვერ მიიღებენ დასავლეთიდან, _ განაცხადა ბარამიძემ "ახალ თაობასთან" ინტერვიუში.
მოგვდის ძალიან სერიოზული ინფორმაცია, რომ "ნაციონალების" ერთ-ერთი ფრთა ძალიან ხშირად დადის “ოცნების” მთლად უფროსთან მოლაპარაკებებზე თუ კონსულტაციებზე",
_ ამ განცხადებას "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე "ახალ თაობასთან" ინტერვიუში აკეთებს.

„დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ოცნება-ნაციონალების ურთიერთობის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „ახირებულების“ ნაწილი კონსულტაციებს ივანიშვილთან მართავს. "ძალიან საინტერესო ინფორმაციები ვრცელდება იმის შესახებ, რომ "ნაციონალების" ერთი ფრთა, რომელსაც სააკაშვილმა ახირებულები უწოდა, “ოცნებაში” ყველაზე უფროსთან დადის სასაუბროდ... ჩემი მხრიდან სააკაშვილის დაცვა არ გამოვა, მაგრამ ის ფაქტი, რომ "ნაციონალების" ეს ფრთა პარლამენტში მოხვდა, იმ საერთაშორისო მაწანწალას დამსახურებაა, ახლა უკრაინაში რომ ზის. ესენი კი მის ზურგს უკან ხლართავენ რაღაცებს და უკრაინაში მყოფი კაცი ლამის ჩვენი დასაცავი გახდა“, _ აღნიშნა ბარამიძემ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა თევდორაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს თავის შემცვლელს დაასახელებს. ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა
"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ აქ ვიმყოფები და განვიხილავთ საქართველოს უსაფრთხოებასა
30 აპრილს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 25 წელი შეუსრულდა. დღეს ქართული
დღეს მმართველმა პარტიამ საკუთარ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა და პოლიტიკური
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური, 24-ე სხდომა