ფინანსები

კონსესუსის შედეგად დამტკიცებული ბიუჯეტი

სოფო წილოსანი  2017-01-05 12:23:05

29 დეკემბერს,  ლანჩხუთის საკრებულომ, 19 ხმით, 2017 წლის მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი  გასულ წელთან შედარებით 10%-იანი კლებით დაამტკიცა. თუმცა, კონკრეტულად რაზე აისახება ეს კლება, ჯერჯერობით, ბიუჯეტში დაკონკრეტებული არ არის.

მოლოდინი იმისა, რომ საკრებულოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გამგეობის მიერ ხელმეორედ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს დეპუტატთა უმეტესობა ისევ არ დაუჭერდა მხარს, არ გამართლდა. როგორც გაირკვა, სხდომის წინა დღეს გამგებელსა და საკრებულოში ახლადშექმნილ ფრაქციათა კოალიციის წევრებს შორის,  რამდენიმესაათიანი კონსულტაცია მიმდინარეობდა და სიტუაციაც სწორედ ამ ფაქტმა შეცვალა.

მანამ, სანამ ბიუჯეტი კენჭისყრაზე დადგებოდა, კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა,  გიორგი ჩახვაძემ განმარტება გააკეთა, თუ რატომ უჭერს მხარს წარმოდგენილ მთავარ საფინანსო დოკუმენტის პროექტს  კოალიცია, რომელიც, თავის დროზე, საკმაოდ ხმამაღალ და უარყოფით შეფასებებს აკეთებდა ბიუჯეტის პროექტთან   მიმართებაში. ჩახვაძის თქმით, კოალიციის წევრებსა და აღმასრულებელ რგოლს შორის გაიმართა რამდენიმესაათიანი მსჯელობა, რომელსაც ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. სწორედ, ამ შეხვედრის შემდეგ, ფრაქციათა კოალიციამ მიიღო გადაწყვეტილება და ბიუჯეტს მხარი დაუჭირა.

მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტთან დაკავშირებით, საკუთარი დამოკიდებულება არ შეუცვლიათ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთა უმრავლესობას საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე სხდომათა დარბაზი უკვე დატოვებული ჰქონდა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ხანძარმოდებული ტყე-ველის თემა მთელ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურის ვარდნასთან ერთად მინელდა.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" შესაბამისად, ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტებს
დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს
 ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული
ევროკავშირის ქვეყნების მცხოვრებლებს, რომლებსაც იპოთეკური კრედიტის მიღება სურთ, მოუწევთ დაამტკიცონ,
2013 წლის პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის განკუთვნილი დახმარების