საზოგადოება

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები

  2017-01-05 12:21:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი  საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დეკემბერში გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

უწყების მონაცემებით, 2016 წლის დეკემბერი 486 141 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 4,3 %-ით მეტია.

2016 წელს ქვეყანაში უკვე 6 350 825 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7,6%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 2 714 773-ით განისაზღვრა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 19%-ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის დეკემბერში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 177 982 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 14,8%);

ბ) ტრანზიტი - 75 022 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 15,4%, კლება წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -15,8%);

გ) სხვა - 233 137 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 48%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 5,1%).

2016 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+9%), აზერბაიჯანიდან (+4%), თურქეთიდან (-17%), რუსეთიდან (-2%), უკრაინიდან (+14%) და ირანიდან (+375%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, 2016 წელს გამოირჩნენ ლატვია, ლიტვა, ბულგარეთი, და გერმანია (შესაბამისად 24%, 16%, 12%, და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (33%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (28%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (55%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 9%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ვებგვერდი, ბიოგრაფიული  და კარიერის შესახებ ინფორმაციით - პრემიერ-მინისტრის პირადი ოფიციალური
ტროტუარებზე პარკირების აკრძალვა ძირითადად, ვაკე-საბურთალოს რაიონს შეეხება. ამის შესახებ ჟურნალისტებს
(გურია ნიუსი) _ ჩვენი გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით,
ოფიციალური მონაცემებით, ტრანსპორტზე წინა თვესთან შედარებით ფასები 1,8 პროცენტით, ალკოჰოლურ
ცენტრალური საარჩევნო კომისია ადასტურებს, რომ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის
2015 წლის პირველ კვარტალში თბილისის ბიუჯეტდან  გაწეული ხარჯები წინასწარი მონაცემებით