საზოგადოება

არც ვალი მაქვს "ქართული ოცნების" რაიმე, არც ვალდებულება _ ვასილ მაღლაფერიძე

  2017-01-05 12:49:28

 საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. დირექტორობის კანდიდატ ვასილ მაღლაფერიძეს სამეურვეო საბჭოს წევრმა ქეთევან მსხილაძემ მის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა. როგორც მაღლაფერიძემ მსილაძეს განუმარტა, ”ქართული ოცნების” მიმართ მას არანაირი ვალი და ვალდებულება არ გააჩნია.

”იმ ვითარებაში, რა პერიოდიც გავიარეთ, რას ვეძახით ჩვენ მხარეს და რას ნიშნავს ნეიტრალური ვითარება? როდესაც დემოკრატია და ავტორიტარიზმი ებრძვის ერთმანეთს, აქ მხარე არ არის. მხარეები ჩვენ უნდა ვიყოთ, როდესაც დემოკრატიის სივრცეა. ასეთ ვითარებაში თუ ვიღაც ახერხებს შუაში დადგომას ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის, ჩემთვის სხვა სახელი ჰქვია. მაგრამ, ამავე დროს უნდა გითხრათ პირდაპირ, რომ არც ვალი მაქვს ”ქართული ოცნების” რაიმე, არც ვალდებულება და არც მიმუშავია არც ერთი დღე. მე არც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვყოფილვარ არასდროს. ვიყავი ხელისუფლებაში და დავტოვე, როდესაც მიმაჩნდა, რომ ისინი ცუდად იქცეოდნენ. მე მაქვს ჩემი გამოცდილება, ძალიან დიდი ხანია ამ სფეროში ვმუშაობ, ხოლო პოლიტიკის მიმართ არანაირი ვალდებულება არ მაქვს. მე მაშინ მაინტერესებს, რომელი ტელევიზია მიგაჩნიათ საამაყო ტელევიზიად, საიდანაც შეიძლება მოსულიყო გენერალური დირექტორი? არაფრის დაძლევას და თავის გადაძალვას არ ვაპირებ, ჩემი პოლიტიკური და ადამიანური წარსული არ არის დანაშაული.

თქვენი სუბიექტური გადმოსახედიდან მეუბნებით, რომ რაღაც უნდა დავძლიო, თუმცა არაფრის დაძლევას მე არ ვაპირებ და ჩემი თავის გადაძალვას არ ვაპირებ. ჩემი პოლიტიკური და ადამიანური წარსული არ არის დანაშაული. ყველა დასკვნა ნანახი მაქვს GDS-ზე და თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ და ნახოთ, რომ GDS-ი იყო ერთ-ერთი გაწონასწორებული ტელეკომპანია და ეს აღნიშნულია მარეგულირებელი კომისიის დასკვნებში. მე ამას ვკითხულობდი და შეგიძლიათ შეადაროთ ნებისმიერ სხვა ტელევიზიას. თქვენ ახსენეთ, რომ ვიყავი GDS-ზე და ”მეცხრე არხზე” და იყო თუ არა პოლიტიკური მიზნები? რასაკვირველია, ”მეცხრე არხი” პოლიტიკური მიზნებისთვის იყო შექმნილი და მე მგონია დღესაც, რომ ეს იყო აუცილებელი. GDS-ი ცდილობდა პოლიტიკური ფანჯარა გაეჭრა იმ წყვდიადში და იმ კატასტროფაში, რაც მაშინ არსებობდა. ჩემი აზრით, ის, რომ დღეს ვსხედვართ აქ და თავისუფლად ვსაუბრობთ, ეს ამის დამსახურება იყო. მოხარული ვარ, რომ ეს ვითარება შეიქმნა. მე მშვენივრად ვიცი ჩემი ტვირთი და ნუ ეცდებით ჩემს მაგივრად შემიმსუბუქოთ. მე პოლიტიკური პარტიის მიმართ არავითარი სიმპათია არ მქონდა”,  _ აღნიშნა მაღლაფერიძემ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიიდან დაგვიკავშირდა სტიქიისგან დაზარალებული ფიქრია მაღრაძის ოჯახი
ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაზეთ "ალიონის" 83 წლის იუბილე აღინიშნა.
"გურია ნიუსის“ ინფორმაციით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის შემდეგი ეტაპი,
საჯრო ინფორმაციის გამოთხოვა უკვე ელექტრონულად არის შესაძლებელი. ამასთან დაკავშირებით, პრეზენტაცია
(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ რამდენიმე დღეა, ქართული ტელევიზიები გურიაში ბოტკინის
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს