საზოგადოება

"მოხმარებული გაზის რაოდენობის მატებაზე გავლენა იქონია ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ"

  2017-01-05 13:22:55

 მოსახლეობის უკმაყოფილებას დეკემბერში ბუნებრივი აირის დანახარჯის ზრდასთან დაკავშირებით, ”ყაზტრანსგაზ თბილისი” ეხმაურება. კომპანიის დირექტორმა ფინანსურ და მარკეტინგის საკითხებში ნინო თურმანიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნული პრობლემის შესახებ ისაუბრა. როგორც თურმანიძემ განმარტა, ბუნებრივი აირის დანახარჯის ზრდა ტემპერატურის მკვეთრი კლების გამო გაზის გაზრდილ მოხმარებას უკავშირდება:

”გვინდა განვმარტოთ, რომ 2016 წლის დეკემბერში, მიღებული და რეალიზებული იქნა 123 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, მაშინ, როცა ამავე წლის ნოემბერში მიღებული იყო 82 მილიონი კუბური მეტრი, ხოლო 2015 წლის დეკემბერში 97 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. დეკემბერში ბუნებრივი აირის მატებამ გასულ თვესთან შედარებით 49%, ხოლო 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26% შეადგინა. ჩვენი აბონენტების მიერ მოხმარებული გაზის რაოდენობის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გარემო ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ. დეკემბერში დღის საშუალო ტემპერატურა 5-8 გრადუსით დაბალი იყო 2015 წლის დეკემბერთან შედარებით. თუ აბონენტს ეჭვი ეპარება მრიცხველის გამართულ მუშაობაში, შეუძლია მოგვმართოს კომპანიის ცხელ ხაზზე _ 2 40 40 04, ან ნებისმიერ სადისტრიბუციო ცენტრში და ჩვენი სპეციალისტები უსასყიდლოდ შეამოწმებენ აღირცხვის კვანძს”, _ აღნიშნა თურმანიძემ.

რაც შეეხება გაზის ხარისხს, ”ყაზტრანსგაზ თბილისში” აცხადებენ, რომ კომპანიას ბუნებრივ აირს აწვდის „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“და მის ხაროსხზეც ისაა პასუხისმგებელი, თუმცა მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, ბუნებრივი აირის ხარისხი შეესაბამება საქართველოში არსებულ სტანდარტებს. რაც შეეხება ბუნებრივი აირის ტარიფებს, თურმანიძის თქმით, ”ყაზტრანსგაზ თბილისს” ამ ეტაპზე სატარიფო განაცხადით სემეკისთვის არ მიუმართავს

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


"დღეს დაიწყო ციხისძირის მოსახლეობისთვის დაპირებული პარკის გაშენება. დაირგვება 20 ლილეოდენდრონი
"გურია ნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალას _ "ოზურგეთის სერვისცენტრის" თანამშრომელი საგზაო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დილიდან უამინდობაა. სოფელ გვიმბალაურში, ძლიერი ქარის შედეგად
"საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია" ეხმაურება ბოლო დროს საქართველოში ტელეკომპანია „მაესტროდან“
"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში მგლებმა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში განვითარებულ