სამართალი

დააშრე ჭაობი _ ანუ, როგორ მუშაობს ბიუროკრატია

ნუცა დავითაშვილი  2017-01-05 14:10:12

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ ახალ კამპანიას იწყებს სახელწოდებით _ „დააშრე ჭაობი“. კამპანია მიზნად ისახავს ხელისუფლებას და საზოგადოებას დაანახოს საჯარო უწყებებში არსებული ბიუროკრატია და ამ ბიუროკრატიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შესაბამისად, მოქალაქეების ჯიბიდან გაღებული თანხები.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გაერთიანება ჟურნალისტებთან ერთად აარჩევს სახელწმიფო სტურქტურას და მის ნებისმიერ წარმომადგენელთან გაატარებს ერთ დღეს. „გირჩის“ ლიდერის განცხადებით, ხელისუფლებამ, რომელსაც ბიუროკრატიული ხარჯები უნდა შეემცირებინა, საპირისპირო მიმართულების ნაბიჯები გადადგა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს არ შეუწყობს.

„პირველ რიგში, ნაბიჯი, რაც უნდა გადაედგა ხელისუფლებას, ეს არის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყნის ეკონომიკა დაიძრას და დაადგეს სწრაფი განვითარების გზას, თუმცა, ნაცვლად ამისა, ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა წასულიყო საპირისპირო მიმართულებით და გადაწყვიტა, გაეზარდა აქციზი და შესაბამისად, ფასები ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: თამბაქო, ალკოჰოლი, მათ შორის, ტრანსპორტი, იმიტომ, რომ საწვავზე გაიზარდა ფასები და ა.შ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით მოქალაქეებს უთხრა შემდეგი: ნაცვლად იმისა, შეემცირებინა ბიუროკრატია, ის გვეუბნება ჩვენ, რომ ეს ბიუროკრატია არის იმდენად მნიშნელოვანი, აკეთებს იმდენად მნიშნელოვან საქმეს, რომ ნაცვლად იმისა შეამციროს, მას სჭირდება ფულის ამოღება ეკონომიკიდან გადასახადების გაზრდის სახით, რომ დააფინანსოს ამ ბიუროკრატიის ხარჯები და შენახვა“, _ განაცხადა ჯაფარიძემ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. როგორც
24 დეკემბერს, თბილისის სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოსა და თიანეთის რაიონის
მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, სასამართლო უპრეცედენტოდ ლოიალურია თავდაცვის ყოფილი
2015 წლის 7-9 მაისს საქართველოს პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა სასჯელაღსრულების N3
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა,
"კრწანისის" საწვრთნელ ბაზაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშრებით თავდაცვის სამინისტრო მორიგ განცხადებას