საზოგადოება

უნდა გადაიხედოს მთელი staff-ი _ ნინო ზაუტაშვილი

  2017-01-05 14:58:03

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. დირექტორობის ერთ-ერი კანდიდატის, ნინო ზაუტაშვილის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პერსონალის შემადგენლობა უნდა გადაიხედოს.

ზაუტაშვილის თქმით, მისთვის ეს საკითხი იქნება ყველაზე დიდი დილემა იმ შემთხვევაში, თუ გენერალური დირექტორობის პასუხისმგებლობა „თავს დაატყდება“.

„მინდა გითხრათ, რომ ეს უნდა გაკეთდეს, ოღონდ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - როგორ? უნდა გადაიხედოს მთელი staff-ი, ადამიანები, რომლებიც დღეს მუშაობენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. თუ ადამიანი სამსახურში საერთოდ არ დადის, თუ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არის ნულის ტოლი, შენ იმ ადამიანს აძლევ შანსს, გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი უნარები, თუ ეს შემოქმედებითი უნარები ვერ გამოვლინდა და თუ ეს ადამიანი მხოლოდ იმისთვის არის გაფორმებული, რომ ხელფასი აიღოს, ასეთი რამ შეურაცხმყოფელია იმ დანარჩენი ადამიანებისთვის, რომლებიც ძალიან კარგ საქმეებს აკეთებენ ამ არხზე და ქმნიან პროდუქციას. განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვინც კაპიკებზე მუშაობს მაგალითად რადიოში“, _ განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრისას.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა. შინაგან საქმეთა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის თებერვლის თვეში
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 7
(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის მერვე უბანში
ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს. სამსახურის უფროსის თამაზ დეისაძის განცხადებით,
ზაზა ურუშაძის ფილმმა "მანდარინები", ფრანგული ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა. კინოფესტივალი, რომელიც სპეციფიკური