პოლიტიკა

ვინ დაუპირისპირდა უმრავლესობის ნებას და ვინ დაისახა მიზნად მრავალათასიანი ყრილობის საბოტაჟი

  2017-01-05 15:55:00

ყრილობის ჩატარებისთვის ხელის შეშლა ჩვენი ასიათასობით ამომრჩევლის უგულებელყოფის მცდელობაა, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. „ნაციონალური მოძრაობა“ 20 იანვარს კვლავ ჩადგება საერთო სახალხო მოძრაობის სათავეში”, _ ამის შესახებ ნათქვამია ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების და მაჟორიტარობის კანდიდატების განცხადებაში, რომლებიც მხარს უჭერენ ყრილობის ჩატარებას.

”30 ნოემბერს გაიმართა ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებული იქნა მასშტაბური 7 000-კაციანი ყრილობის მოწვევის გადაწყვეტილება. რეგიონული და თბილისის პარტიული ორგანიზაციების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას და ამჟამად ყრილობისთვის მზადება დასკვნით ფაზაშია. დღეისთვის უკვე ცნობილია ყრილობის 5 000-მდე დელეგატის ვინაობა.

სამწუხაროდ, პარტიის მმართველობაში მყოფი მცირე ჯგუფი დაუპირისპირდა, როგორც პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, ისე პარტიის წევრების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და მიზნად დაისახა მრავალათასიანი ყრილობის საბოტაჟი. აღნიშნულმა ჯგუფმა საკუთარი პოზიციების შენარჩუნების მიზნით, გადაწყვიტა განახლების და დემოკრატიული განვითარების პროცესის შეფერხება, ეს ადამიანები უგულებელყოფენ იმ ღირებულებებს, რაზეც მუდამ იდგა ჩვენი მოძრაობა და მიუღებელი მეთოდებით ცდილობენ მხარდამჭერების წინააღმდეგ მოქმედებას. განსაკუთრებით დასანანია, რომ ხსნებული მცირე ჯგუფი მუდმივად საჯაროდ, მათ შორის ოფიციალურ დოკუმენტებში ცდილობს არალეგიტიმურად წარმოაჩინოს ყრილობა და განიხილავს შესაძლებლობას მიმართოს ივანიშვილი-ურთმელიძის სასამართლოს საკუთარი პარტიის წინააღმდეგ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის იმ ათასობით წევრისა და ხუთასი ათასზე მეტი მხარდამჭერის პარტია, ვინც ამ ოთხი წლის განმავლობაში გახდა პოლიტიკური დევნის, ძალადობის მუქარისა და შანტაჟის სამიზნე და მიუხედავად ამისა, არის ივანიშვილთან ბრძოლის წინა ხაზზე. ამ ადამიანებს ვერავინ წაართმევს უფლებას ჩაატაროს დემოკრატიული, მრავალათასიანი ყრილობა და გადაწყვიტოს პარტიის მომავალი. ჩვენ თბილისის და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებთან ერთად ვმართავთ უპრცედენტოდ დემოკრატიულ, ევროპული ტიპის მასშტაბურ ყრილობას. მისი ჩატარებისთვის ხელის შეშლა ჩვენი ასიათასობით ამომრჩევლის უგულებელყოფის მცდელობაა, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. „ნაციონალური მოძრაობა“ 20 იანვარს კვლავ ჩადგება საერთო სახალხო მოძრაობის სათავეში”, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ნიკა მელია, ნიკა რურუა, ლაშა იმერლიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, გია როინიშვილი, ლილე ლიპარტელიანი, გიორგი ონიანი, ირაკლი ნადირაძე, შოთა გრიგოლია, ირაკლი ჩოლოყაშვილი, ლერი დემეტრაშვილი, მამუკა გუგეშაშვილი, მურმან თხელიძე, ალეკო ჩაფიჩაძე, გიორგი ბარამიძე, გარსევან ბიხნიკაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ლევან ბაღაშვილი, გურამ კაკალაშვილი, გიორგი ბოტკოველი, შაქრო ტერტერაშვილი, ზვიად დუშმანაშვილი, დავით კირკიტაძე, აზერ სულეიმანოვი, რამინ ბაირამოვი, ზამირა ისმაილოვა, ბაკურ მგელაძე, ემზარ დიმიტრაძე, თამარ დალაქიშვილი, ნუგზარ წიკლაური, ნინო ნანობაშვილი, ნუგზარ მონიაშვილი, ბადრი ბასიშვილი, ალექსანდრე გოგლიძე, რევაზ კახნიაშვილი, ილია ბურჯანაძე, როინ მახარობლიძე, ნოდარ ბურდილაძე, ამირან ლომთაძე, ნინო ტვილდიანი, მურმან მუკბანიანი, ოთარ სირაძე, თორნიკე ავალიშვილი, ტარიელ ფანჩულიძე, ზურაბ ცერცვაძე, გელა სხილაძე, გიორგი რობაქიძე, პაატა ლეჟავა, ემზარ შუბლაძე, მერაბ ჯანელიძე, გოგი ჩიკვილაძე, მამუკა საღარეიშვილი, დავით ქათამაძე, დავით მჟავანაძე, კახა ასკურავა, დიმიტრი კორიფაძე, დავით დართმელიძე, ლაშა კუჭავა, ზაალ გოროზია, ავთანდილ გაბელია, რამაზ გულუა, სანდრა (ელისაბედ) რულოვსი, ლევან კონჯარია, გიორგი კირთაძე. მირდატ ქამადაძე, თეიმურაზ დუმბაძე, ელგუჯა ბაგრატიონი, ჯანსუღ ჯინჭარაძე, თეიმურაზ დუმბაძე, მიშა ბოლქვაძე, სოსლან ზოიძე, ვაჟა ბოლქვაძე და ირაკლი ჯორბენაძე.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


საარჩევნო წელს, ხელისუფლებამ სოფლის რწმუნებულებისთვის ხელფასების გაზრდა გადაწყვიტა. როგორც გავიგეთ,
სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა  საგარეო საქმეთა
გარდაბანის რაიონში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დროისათვის
"როგორც იგეგმება და როგორც ყველაფერი გათვლილი გვაქვს, ეს არჩევნები ჩავამთავროთ,
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, სირცხვილია, რომ 250 000-300
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ფავორიტი ჩინოსანი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უკვე