ფინანსები

ლარი დოლართან მიმართებაში 6 თეთრით გაუფასურდა

  2017-01-05 16:51:33

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალ 6 იანვარს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7303 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6692 ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.0611-ით გაუფასურდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.8649 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.7858 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0791- ით გაუფასურდა.

ლარის კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.3574 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.2738 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0836-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.7549 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.7455 ლარი იყო. ლარი ლირასთან 0.0094-ით გაუფასურდა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


მიმდინარე წლის 11 მარტს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და
დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო
რუსული საფონდო და სავალუტო ბაზარი ღრმა მინუსშია _ ინვესტორები ყიდიან
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა, რომელთაც, დღის წესრიგის თანახმად, 18 ძირითადი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო
20-კილომეტრიანი გზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და