პოლიტიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა

  2017-01-06 13:07:06

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს.

ახალი გენერალური დირექტორის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც განმეორებითი კენჭისყრისას ვასილ მაღლაფერიძე 6 ხმით აირჩიეს. მეორე კანდიდატმა თინათინ ბერძენიშვილმა 2 ხმა მიიღო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა პირველ ტურში ვერ გამოვლინდა და კანონის თანახმად, განმეორებითი კენჭისყრა ორ კანდიდატს - ვასილ მაღლაფერიძესა და თინათინ ბერძენიშვილს შორის გაიმართა.

ახალი გენერალური დირექტორის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, პირველ ტურში, რომელზეც 5-დან ერთი კანდიდატი უნდა აერჩიათ, ​მეურვეთა ხმები ასე გადანაწილდა:

ვასილ მაღლაფერიძე - 4; თინათინ ბერძენიშვილი - 2; ნინო ზაუტაშვილი -1; ნათია კუპრაშვილი - 1; ზაალ ანჯაფარიძე - 0.

მაუწყებლის ბორდი ამჟამად 8 მეურვისგან შედგება. გენერალური დირექტორის შესარჩევად, საჭირო იყო მინიმუმ 5 მეურვის ხმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის სურვილი, თავდაპირველად, 15-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა სამეურვეო საბჭოს მიერ მათი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, ერთი - ბაჩუკი ბახტაძე მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა, 14 კანდიდატიდან კი მეურვეებმა მეორე ტურისთვის 5 შეარჩიეს.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა. მსურველთა განცხადებების მიღება 28 დეკემბერს დასრულდა, ხოლო კანონით დადგენილი სამი დღის გასვლის შემდეგ, სამეურვეო საბჭომ კანდიდატთა სია გაასაჯაროა.

წყარო

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


"კითხვა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან, თუ მურუსიძე მსხვერპლი იყო, მე მსხვერპლის
ქუთაისის საკრებულომ დღეს საკონკურსო საატესტაციო კომისიის ახალი თავმჯდომარედ დავით დვალი
ამ წუთებში, რუსთავში, ჟიული შარტავას სახელობის მოედანზე კოალიცია "ქართული ოცნების"
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიორგი ბარამიძე რუსეთის მხრიდან მორიგ პროვოკაციაზე საუბრობს.
 ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში , გადაცემა "არჩევანში" საუბრისას  ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა