სამართალი

შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

  2017-01-06 13:17:17

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული კ.დ. - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 1958 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე  ჰ.ქ. - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ჰ.ქ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 235 აბი „სუბოქსონი“ ამოიღეს. კ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 5 აბი „სუბოქსონი“.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში, მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. "ნიუპოსტის" რეგიონალური კორესპონდენტის
 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში წუხელ ქურდობა მოხდა. ა.გ. საცხოვრებელი სახლოდან
 სახალხო დამცველის  ოფისის მიერ დღეს გავრცელებულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც პენიტენციურ
თბილისის საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ცემის ფაქტზე ბრალდებული
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 2015 წლის 8 ივნისს საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა მონაწილეობა მიიღო  რეგიონულ კონფერენციაში,