პოლიტიკა

"ამ ორომტრიალის შედეგად უკვე დადგა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნა-არყოფნის საკითხი"

ნუცა დავითაშვილი  2017-01-06 14:53:40

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ვარაუდობს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა და ქვეყანა  ორკაციანი ოპოზიციური პარტიების იმედად შეიძლება დარჩეს.

"სიმბოლური ლიდერი შეიძლება იყო, მაგრამ ადგილზე ვინ იქნება ლიდერი, რომელიც მიიღებს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს, რომელიც პარტიას მართავ, თუნდაც სააკაშვილთან შეთანხმებით _ მე ასეთ კადრს ვერ ვხედავ. ამ ორომტრიალის შედეგად უკვე დადგა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნა-არყოფნის საკითხი. საკითხი ასე დგას: "ნაციონალური მოძრაობა" იქნება ასეთი თუ არ იქნება. ეყოლება თუ არა ქვეყანას ძლიერი ოპოზიციური პარტია, თუ ქვეყანა დარჩება ორკაციანი პარტიების იმედად“, _ აცხადებს პოლიტოლოგი გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას.

სოსო ცინცაძე პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ შეუძლებელია, სააკაშვილმა ტელეფონზე "ჩამოკიდებულმა" მართოს პარტია. ცინცაძის თქმით,  გიგა ბოკერიას უფრო „რუხი კარდინალის“ როლი შეეფერება, ყველაზე საუკეთესო კანდიდატად კი ის ბაქრაძეს მიიჩნევს, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა აღნიშნულ პოსტზე.

„ფაქტი ერთია: პარტია გაიყო ორ ნაწილად _ გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე და ეს ნაწილი გამოდიან დღევანდელების როლში, მეორე ნაწილი კი, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა იყოს თავმჯდომარე _ არიან ნეტარმორწმუნე გუშინდელები საუკეთესო შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში კი _ ფანატიკოსი არაპროფესიონალები. სააკაშვილს, ელემენტარულად, ჩამოსვლაც კი არ შეუძლია, არათუ პარტიის მართვა. პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი, ყოველდღიური გადაწყვეტილებების მისაღები, წარმოუდგენელია, სააკაშვილი ყურმილზე ჩამოეკიდოს და ასე დისტანციურად მართოს პარტია, ეს შეუძლებელია... რაც შეეხება ერთ ფრთას _ ბოკერია ინტელექტუალია, იქ გონებრივი რესურსით ყველაზე ძლიერია, მაგრამ ბევრისთვის ბოკერია რომის პაპზე მეტად კათოლიკეა, რაც მისი მინუსია. ის უფრო უკანა პლანიდან მოქმედი სტრატეგის როლში მესახება, რომელსაც ხშირად "რუხ კარდინალს" უწოდებენ. დავით ბაქრაძე თავისი გაწონასწორებულობით დღეს ყველაზე მისაღები ლიდერი იქნებოდა, მაგრამ მან უარი თქვა _ კენჭს არ ვიყრი პარტიის თავმჯდომარის პოსტზეო. როგორც ჩანს, დემაგოგიის მოსალოდნელ საფრთხეს ვერ გაუძლო. მეორე ფრთის ლიდერი ვინ შეიძლება იყოს? მე იქ ასეთ ლიდერს ვერ ვხედავ", _ აცხადებს ცინცაძე.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე  გიორგი ვოლსკიმ პარლამენტში ტრიბუნასთან გამოსვლისას, ხელისუფლების 
წინასწარი მონაცემებით, ამ ეტაპზე მცხეთაში დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი ლიდერობს.
პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბერდია კალანდიამ პარტია
"მოძრაობა თეთრების" ლიდერის თემურ შაშიაშვილის თქმით, დღევანდელი საკადრო ცვლილება კიდევ
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ
პორტალ "კვირას" პრესკლუბში, ქალაქ თბილისის საკრებულოს დეპუტატის, რიმა ბერაძის პრესკონფერენცია