სამართალი

ადვოკატის ინფორმაციით, გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა

  2017-01-06 17:04:22

სააპელაციო სასამართლომ "თბილისერვისის" საქმეზე, სადაც გიგი უგულავას დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავებოდნენ, გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა. „ამნისტიის შესახებ“ კანონით კი,  ერთი წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასჯელის 2015 წლის 18 სექტემბრიდან აითვლება და ადვოკატი სწორედ ამის საფუძველზე აცხადებს, რომ სასჯელის შემცირების შესაბამისად, გიგი უგულავა საპატიმროს უახლოეს ხანში დატოვებს.

თბილისის ყოფილ მერს "თბილსერვისის" საქმეზე 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. დაცვის მხარეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში ჰქონდა გასაჩივრებული.

ამასთან,  წინა სხდომაზე გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ „თბილსერვის ჯგუფში“ ხალხი მან დაასაქმა და ამ პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც მითვისება ან გაფლანგვა.

დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას უგულავამ  განაცხადა, რომ ადამიანების დასაქმებისას არ ჰქონია განზრახვა,  ისინი „პარტიულები“ ყოფილიყვნენ, თუმცა აღიარა, რომ „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმებულთა ნაწილი სწორედ ამ კატეგორიის იყო.

„მე რომ მიზნად დამესახა ადმინისტრაციული ორგანოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნა, ალბათ ამას რაღაც დონემდე გავაკეთებდი, მაგრამ ეს მიზანი არ მქონია. ძალიან ვწუხვარ, რომ არ დავისახე ეს მიზნად და ვერ შევძელი ამის განხორცილება. ეს ჩემი საქმიანობის სუსტი რგოლი იყო. თუ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მუშაობენ როგორც აგიტატორები, ეს არის, რა თქმა უნდა, ცუდი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის გაფლანგვა და მითუმეტეს, არც მითვისება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის ყოფილმა მერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს, ისევე როგორც წინა პერიოდებში არ არსებობდა განცდა, რომ სახელმწიფო და მმართველი პარტია არის სხვადასხვა.

„ცუდია, რომ არ მივაქციე ყურადღება ამ საკითხებს ბოლომდე. „თბილსერვის ჯგუფი“ შეიძლება დაემსგავსა პარტიულ უჯრედს ცოტათი - არის საკითხები, რომელშიც პროკურორების ნარატივს ვიღებ და არის საკითხები, რაშიც არ ვიღებ კატეგორიულად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები მითვისებას და გაფლანგვას. არც პირადი მოტივი არ მქონია, არც პირადი სარგებელი არ მიმიღია და მაინც არ ვთვლი, რომ წყალშია გადაყრილი ის ფული, რომელიც ამ ხალხმა გასამრჯელოს სახით აიღო“, - განაცხადა უგულავამ.

წყარო:2030

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს
"მე ვნახე იარაღი, რომელიც, როგორც ამბობენ, მიბჯენით იყო გამოყენებული. მასზე არ
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გატარებული მასშტაბური საგამოძიებო
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა,
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს
ოზურგეთში, ადგილობრივი ბიზნესმენის, მერაბ ვასაძის კუთვნილ საამშენებლო მასალების სავაჭრო ცენტრში