პოლიტიკა

სააკაშვილი უგულავას გათავისუფლებაზე: "საქმე გვაქვს ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებთან"

  2017-01-06 17:19:21

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლებას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქში ეხმაურება:

"მივესალმები გიგი უგულავას გათავისუფლებას უსამართლო პატიმრობიდან. მიხარია, რომ ის შობის დღესასწაულს აღნიშნავს თავის შვილებთან და მეგობრებთან ერთად. გიგის არც დანაშაული ჩაუდენია და არც არასწორი ქმედებები განუხორციელებია (მიუხედავად იმისა, თუ რა განაცხადა მან ბოლო სასამართლო პროცესზე) იმ საკითხთან მიმართებით, რასაც ივანიშვილის ჯიბის პროკურორები უყენებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში.

ამგვარად, ეს პატიმრობა სხვა არაფერი იყო, თუ არა ოლიგარქის პირადი შურიესძიება და დაშინების კამპანიის ნაწილი. ამავე დროს, მგონი აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს აღარ იღებენ პროკურორები, ადვოკატები და სასამართლოები და რომ საქმე გვაქვს არა სამართლებრივ, არამედ ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებთან, როგორც დაპატიმრებაზე, ისე გათავისუფლებაზე.

ამიტომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მას სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ჩემთვის საქართველოში დაუბრკოლებლად ჩამოსვლის საშუალების მოცემა ჩვენს ხალხთან შესახვედრად და 20 იანვარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად, _ აღნიშნულია სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


26 მაისის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა თინა
"მინდა შევპირდე ამ მოსამართლეს, რომ ამ დანაშაულისთვის აგებს პასუხს,"- ეს
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას
საქართველო, მიუხედავად რუსეთის რეზერვაციისა, ნატო-ში შესვლას ესწრაფვის - ამ სათაურით
"ჩვენი განცხადების მიზანია, ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 140