ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

  2017-01-06 17:28:21

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალ 7 იანვარს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7674 ლარი იქნება. დღეისთვის მოქმედი კურსით ლარი 2.7303 ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.0371-ით გაუფასურდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9334 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.8649 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0685- ით გაუფასურდა.

ლარის კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.4274 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.3574 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0700-ით გაუფასურდა.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებაშიც. აქ ლარის კურსმა 0.7661 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.7549 ლარი იყო. ლარი ლირასთან 0.0112 -ით გაუფასურდა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


მოსამართლეთა კორპუსი უვადოდ დანიშვნისა და ხელფასის მომატებისთვის იბრძვის. პრემიერ-მინისტრი ბიძინა
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2013 წლის დეკემბერში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, ადგილობრივი ხელისუფლების
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად 2009
"კომპანია სს "წყალი მარგებლის" სახელით, გვსურს გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია მინერალურ
ლანჩხუთის საკრებულოს მორიგი სხდომა გასულ ოთხშაბათს შედგა, რომელსაც მოქმედი 31