კულტურა

"საშობაო ზღაპარი" ხელოვნების სასახლეში და გურული თოვლის ბაბუა ბახმაროს მთებიდან

  2017-01-06 18:19:02

 ხელოვნების სასახლეში გამართულ "საშობაო ზღაპარზე" დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების  პირველკლასელებს, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს უმასპინძლეს.

სხვადასხვა სახალისო და საინტერესო ნომრებით დატვირთული ღონისძიების ყველაზე კარგი მომენტი პატარებისთვის  გურული თოვლის ბაბუის გამოჩენა იყო, რომლის სავსე ხურჯინიდან საჩუქრები ყველას ერგო.

როგორც გაირკვა, თოვლის ბაბუა პატარებთან შესახვედრად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა ბახმაროს თოვლიანი მთებიდან მოიწვია.

ღონისძიება კულტურის ცენტრმა  მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს მხარდაჭერით ჩაატარა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


17 აპრილს, ოზურგეთში სტუმრად მყოფმა რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის
"არტ-გენი 2016"-მა ბოლნისიდან  სტარტი აიღო. პირველი რეგიონული ტურნე ბოლნისში ჯგუფების
კანის კინოფესტივალი 2016 დაიხურა. "გურია ნიუსი" ფესტივალის გამარჯვებულთა სიას გთავაზობთ, რაც
(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ხვალ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, გურიის
ალექსანდრე წუწუნავას სახელობის  თეატრის სცენაზე მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო პროფესიული დრამატული