სამართალი

თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვა

  2017-01-06 18:47:56

თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დღეს სასჯელის ვადა შეუმცირდა.

საუბარია ე.წ. თბილსერვის ჯგუფის საქმის ნაწილში სასამართლომ უგულავას სასჯელი გადააკვალიფიცირა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ამნისტიის კანონის გათვალისწინებით, მოსამართლემ გიგი უგულავას საბოლოო სასჯელად 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა დაუტოვა.

ე.წ. თბილსერვის ჯგუფის საქმის ნაწილში თბილისის ყოფილი მერი 2015 წლის სექტემბერში დამნაშავედ ცნეს და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

რიყის პარკის ეპიზოდზე კი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გამართლდნენ.

გამამტყუნებელი განაჩენი ადვოკატებმა გაასაჩივრეს, გამამართლებელი ნაწილი კი, პროკურატურამ.

პროკურორის განცხადებით კი, დასაბუთებული სარჩელის ჩაბარების შემდეგ, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

წყარო: რუსთავი 2
              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე. უწყების
ლანჩხუთის "გურიის" ახლადდანიშნული ფინანსური დირექტორის, თენგიზ კიკვაძის თქმით, კლუბში აუდიტორული
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, "ოქროს მუხუროდ" წოდებულ უბანში მცხოვრები, 50
კარალეთში გუშინ მომხდარ ინციდენტის შემდეგ, "ქართული ოცნების" იურიდიული სამსახურის ადვოკატები
"თელასის" მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით უვადოპატიმრობამისჯილი  გია გვიჩიანი მიმართვაა ავრცელებს,
დღეს სასტუმრო "რადისონში" საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კანონპროექტის −