პოლიტიკა

"ვაპირებ შევხვდე მიშას, ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს" _ გიგი უგულავა ენმ-ში არსებულ დაპირისპირებაზე

  2017-01-06 19:24:36

ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ დაპირისპირებასა და 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობაზე გააკეთა კომენტარი პატიმრობიდან გათავისუფლებულმა გიგი უგლავამ მატროსოვის ციხესთან.

უგულავა მიიჩნევს, რომ პარტიაში მიმდინარე პროცესები ცივილიზებულად უნდა გადაწყდეს და ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ თუ არსებობს მცირედი შანსი, პარტია არ გაიხლიჩოს. გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს.

,,რაც შეეხება ჩემს ყველაზე მტკივნეულ საკთხს, ჩემი შვილები აქ არიან და მესამე, რაც გამაჩნდა ეს პარტია იყო, და გულსატკენია ის რაც ხდება და რასაც ვყურებ. ბრალდებას რაზეც ვსაუბრობდი, ბოლოს და ბოლოს ამ პარტიის გამო ვიჯექი, მე ვაპირებ შევხვდე მიშასაც, შევხვდე ყველა იმ ჯგუფს, ყველას შევხვდები თუ არის ნახევარი პროცენტიც კი რომ ჩვენ ეს კრიზისი გავიაროთ, ისე, რომ ჩვენი პოზიციები შევაჯეროთ, ეს უნდა გავაკეთოთ.

ჩემი პოზიცა ცნობილია, მე მინდა ვთხოვო ყველა მხარეს, რომ შობა თენდება აგერ და ორი სამი დღე აიღეთ საშობაო არდადეგები, იქნებ მაცალოთ მეც დასვენება და თუ შესაძლებლობა იქნება მე რამე წვლილი შვეიყტნო არ დავაკლებ ძალისხმევას, თუ ე შეუძლებელია იქნება მაშინ ეს ჩვენი და ჩემი პასუხისმგებლობაც. ეს ასეთი სამარცხვინო ფორმით არ მოხდეს. ამდენად, მე მინდა ვთქვა, რომ თუ ყველაფერი ეს შესძლებელია, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ.

ამასთანავე მე მესმის, რომ ძველი ურთერთობების ფორმები ალბათ ვერ აღდგება რადგან დრო ცვლის ყელაფერს,მაგრამ თუ ჩვენ გამოვანახავთ საერთოს რომელიც იქნება ფოკუსირებლი აწმყოსა და მომავალზე, უნდა გამოვიყენოთ, ამისთვის საჭროა ერმანეთთან გულღია საუბარი. მე ჩემ თავს ვალდებულად ვთვლი ეს ვცადო. მინდა შევხვდე მიშას ადამიანურად და დაველაპარაკო, ჩვენ ბევრი რამე გვაერთიანებს და თუ მომავალში ვერ შედგა, ჩვენი ვალდებლებაა ამომრჩევლეთან და საერთო წარსულათან, რომ ეს მოხდეს ცივილიზებული ფორმით“ - განაცხადა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან.

წყარო

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია ოზურგეთს ეწვია. როგორც თვითონ თქვა,
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატი  ჩოხატაურსა და ლანჩხუთში თემურ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში მცხოვრები კალმახელიძეების ოჯახი ზეწოლაზე საუბრობს. გიორგი
გუშინ თბილისის მერიასთან "პარტიზანმა მებაღეებმა" საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი თბილისის
ამ წუთებში, ფილარმონიასთან და მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციას კორდონში ჰყავს მოქცეული
სამტრედიაში არჩევენების შედეგები დათვლილა. საბოლოო მონაცემები უკვე გადაეცა ცენტრალურ საარჩევნო