საზოგადოება

მაკკეინის დამუნათება, ნიკანორის double voyage და "მკვლელობა ჩიჩილაკით"

ნუცა დავითაშვილი  2017-01-06 22:03:22

ნაახალწლევს საქართველოს ხელისუფლებას ამერიკიდან მაღალი რანგის ვიზიტორები ეწვივნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრაჰამი და ემი კლობუჩარი პრეზიდენტს და პრემიერს, პარლამენტში წარმოდგენილ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდნენ და საოკუპაციო ზოლს, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა და ტექნოპარკს ეწვივნენ.
მაკკეინმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ერთგულების და მეგობრობისთვის, ქართულ ჯარს გვერდში დგომისთვის, ტექნოლოგიური სიახლეებით და ეკონომიკის აღმავლობით გამოწვეული აღფრთოვანებაც არ დამალა (ეტყობა, გაზრდილი კომუნალური გადასახადების ქვითრები  და უმუშევართა სტატისტიკა დაუმალეს)  და ქართული მოსახლეობაც არ დავიწყებია _ საახალწლოდ დაამუნათა _ თუ ამერიკის გვერდით არ დადგებიან, პუტინის აგრესია გაგრძელდება,წასვლისას კი იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მაინც გაერთიანდება პუტინის ჯინაზე.

"ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დღეს აქ ყოფნა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან ერთად ახალი წლის აღნიშვნა. საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ და სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, თუ რაოდენ ბედნიერი ვარ იმით, რომ ვიმყოფები ამ თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი საუკეთესო ნიჭი და წარმოსახვის უნარი წარმატებად აქციონ. კონგრესისა და სენატის პოზიცია არ შეიცვლება. კვლავ ვიმუშავებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოსადმი მხარდაჭერა, გაგრძელდეს ქართული ჯარის წვრთნები. ჩემი გზავნილი ის არის, რომ მადლიერები ვართ ქართველი ხალხის, მათი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. მადლიერები ვართ ქართველი სამხედროების ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა, ჩვენი თანამშრომლობა, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ თუ ერთად არ ვიდგებით ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება", _ განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

ქართველები მაინც კირკიტები რომ ვართ, ეს ცნობილია და მაკკეინი თავის ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად ტრაპზე ასული არ იყო, საზოგადოებამ კითხვები დასვა _ რატომ შეხვდა მაკკეინი მხოლოდ პარლამენტში შესულ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და არა მიშას მომხრეებს? კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ ამაზე მოკლედ უპასუხა _ ამერიკა მიშას ხუშტურებზე სიარულს აღარ აპირებსო.
„ვნახეთ, რომ სენატორი „ნაციონალების“ იმ ფრთას შეხვდა, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილია და მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებულ ჯგუფს წარმოადგენენ. აქედან ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ამერიკა და მათ შორის ჯონ მაკეინი, მიხეილ სააკაშვილის ხუშტურებზე სიარულს აღარ აპირებს“, _ განაცხადა ძაბირაძემ metronome.ge-სთან საუბრისას.
საზოგადოება და მედია საახალწლო დღეებშიც კი „ნაციონალების“ შიდა დაპირისპირების თემას ვერ ასცდა _ ჩატარდება თუ არა „ნაცმოძრაობის“ ყრილობა და გამოვა თუ არა გიგი უგულავა ციხიდან?
როგორც ჩანს, ყრილობა მაინც ჩატარდება _ ნიკანორ მელიამ double voyage გააკეთა _ ისევ სააკაშვილის ფრთის ქვეშ დაბრუნდა.
"... განსაკუთრებით დასანანია, რომ მცირე ჯგუფი, რომელიც დაუპირისპირდა, როგორც პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, ისე პარტიის წევრების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და მიზნად დაისახა მრავალათასიანი ყრილობის საბოტაჟი, მუდმივად, საჯაროდ, მათ შორის ოფიციალურ დოკუმენტებში ცდილობს არალეგიტიმურად წარმოაჩინოს ყრილობა და განიხილავს შესაძლებლობას, მიმართოს ივანიშვილ-ურთმელიძის სასამართლოს საკუთარი პარტიის წინააღმდეგ... ადამიანებს ვერავინ წაართმევს უფლებას ჩაატარონ მრავალათასიანი ყრილობა და გადაწყვიტონ პარტიის მომავალი", _ განაცხადა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე, სადაც მის გამოჩენას პარტიის წევრები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.
გიგი უგულავას ციხიდან გაკეთებული განცხადება პარტიის ხელმძღანელობის შეცვლის და ყრილობის ლეგიტიმურობის თაობაზე, ყოფილმა მეგობრებმა ყოფილ მერს დაუწუნეს და ივანიშვილის სათამაშო მოედანზე გადასვლად ჩაუთვალეს. ექსპერტები ამ მოსაზრებას დაეთანხმდნენ.
„მისი ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში, ის „ნაციონალური მოძრაობის“ იმ მსხვილი ჯგუფის ლიდერად მოგვევლინება, რომლებსაც პარლამენტში საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა ეყოლება. უგულავა, არ არის გამორიცხული, საკრებულოს  წევრად, ან თბილისის მერობის კანდიდატად ვიხილოთ. შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიებს შორის მთავარი დაჭიდება, ადგილობრივ არჩევნებში, „ნაციონალებსა“ და ყოფილ „ნაციონალებს“ შორის მოხდება. ეს კი ორი მსხვილი პოლიტიკური დაჯგუფება იქნება“, _ განაცხადა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ პირდაპირ ეთერში.

საახალწლო სუფრის, ნაბახუსევის და გაზრდილი გადასახადების ხილვით თავატკივებულ საზოგადოებას „პატარა შოკუნია“ მაინც არ ასცდა _  New studio-ს მიერ გადაღებულმა საახალწლო კლიპმა, სადაც ბოლო ნაჭერი გოზინაყის ჭამისთვის ქართველი თოვლის ბაბუა სანტას ჩიჩლაკით კლავს, ერი და ბერი აღაშფოთა.

ქართული ოცნების“ წევრმა მანანა კობახიძემ კლიპი და მისი შემქმნელები დაგმო, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა კი შსს სამინისტროსგან გამოძიების დაწყება და სახელმწიფო ორგანიზაციებიდან სტუდიისთვის დაფინანსების შეწყვეტა მოითხოვა. მართალია, კლიპის შემქმნელებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ მხოლოდ განსხვავებულის შექმნა სურდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, თავის მართლება არ გამოუვათ _ ეროვნული მოტივების შეურაცხყოფით აღშფოთებული საზოგადოების ბრაზი ასე მარტივად არ ჩაცხრება.

დაბოლოს, ქრისტეს შობას გილოცავთ, მეგობრებო, ნათელს, იმედს და სიყვარულს თქვენს გულებში!

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში
თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით რიყეზე გამართულ ღონისძიებებს
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო, მიმდინარე წლის 27 აგვისტოდან C ჰეპატიტით
"ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმარების შესახებ"
PR ტექნოლოგიების სპეციალისტი არჩილ გამზარდია საქართველოს პრემიერ-მინისტრს რჩევებს აძლევს:  "წინასაახალწლო რჩევები