საზოგადოება

მანგლისში ახალი ხიდი შენდება

  2017-01-07 11:41:20

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (პანტიანი) - მანგლისის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე არსებული ქვის თაღოვანი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები  მიმდინარეობს.

ხიდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კერძოდ, დაბა მანგლისში – უსახელო ღელეს გადაკვეთაზე, მდებარეობს. ხიდის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მანგლისის საკურორტო ზონაში ტურისტები და დამსვენებლები უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.

პროექტით გათვალისწინებულია: ახალი რკინა-ბეტონის ერთმალიანი თაღოვანი კონსტრუქციის ხიდის მშენებლობა; ხიდის სავალი ნაწილის, გვერდულების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და შემოფარგვლის მოწყობის სამუშაოები; განხორციელდება ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ დროისთავის.  ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გივი ჩოჩიამ დაათვალიერა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 832 900 ლარია. სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბერში დასრულდება.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, იუსტიციის სახლმა და სერვისების
(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ მოსახლეობაში გავრცელდა ხმები, რომ სასწრაფო სამედიცინო
რამდენიმე წლის წინ, საქრთველოში ატომური ელექტროსადგურის მშემებლობაზე საუბრობდნენ, თუმცა
"მოგვეხმარეთ, გაგვაგებინეთ ბოლოს და ბოლოს, ვინაა პასუხისმგებელი ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩა
დღეს, ზუგდიდში მცხოვრები  აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებისთვის, სამედიცინო პროფილაქტიკური-გამოკვლევები მიმდინარეობს. "მედიკი
საქართველოს მთავრობა „რეგიონული განვითარების შესახებ" კანონზე მუშაობას იწყებს. კანონპროექტის პირველადი სამუშაო