კულტურა

"სავარაუდოდ, ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს" _ ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა კახეთში (ვიდეო)

  2017-01-07 14:24:50

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი დააფიქსირა, რომელიც კახეთში, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.

სავარაუდოდ ობიექტი ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს და რომლის მასშტაბიც, აქამდე შესწავლილ ყორღანებს აღემატება.

სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით,ობიექტი ამჟამინდელი მდგომარეობით, გავრცელებულია 2,5 ჰექტარზე, თუმცა არქეოლოგიური შესწავლის შემდეგ არ არის გამორიცხული მისი ფართობის ცვლილება.

დანგრეულია მიწისპირზე და ამჟამად მხოლოდ კონტურები იკითხება. ესაა ალიზის ნაგებობებით დაგეგმარებული კომპლექსი. ალიზის კედლების სისქე 1-1.2 მეტრს შორის მერყეობს. ნაგებობათაგან ნაწილი წრიულია, ნაწილი კი მართკუთხა.

ალიზის კედლებს ეტყობათ ძლიერი ხანძრის კვალი. ზედაპირული დაზვერვით დაფიქსირებულ მასალას თიხის ბათქაშები, წითელი საღებავით მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები და სალესი ქვები შეადგენს.

აღმოსავლეთით, მის მომიჯნავედ, 115 მ დიამტერისა და დაახლოებით 20მ სიმაღლის ყორღანია.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, 2017 წელს დაგეგმილი აქვს კომპლექსის კვლევის დაწყება, რომელშიც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო წამყვანი არქეოლოგიური ინსტიტუციები.


              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ჩოხატაურის ანსამბლ "ამაღლების" ლიტვაში გასტროლის შესახებ ჩვენზე მეტს სოციალური ქსელი
ბათუმის კულტურის ცენტრში ტრადიციული ლიტერატურული კონკურსი "ლექსების გამოფენა" გაიმართა. პროექტის
Black Sea Arena-ზე, 20 აგვისტოს დაგეგმილ ჯგუფ SCORPIONS-ის კონცერტზე დასწრების
"ახალგაზრდა ოზურგეთის პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზე არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრების ინიციატივით,
ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი" 45 წლის
(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ "ღმერთს დაუბერტყია უხვი კალთა ამ