პოლიტიკა

"რატომ უნდა დაიჭირონ, ხელის დარტყმისთვის?" - ლევან გაჩეჩილაძის კომენტარი ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმაზე

  2017-01-08 10:51:35

ლევან გაჩეჩილაძე მისი შვილის რატი გაჩეჩილაძის მიერ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტის აღიარებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

„წავიდა პოლიციაში, კომუნიკაცია მქონდა, სახლში იყო და წავიდა, ადამიანური მომენტია, დაინახა და გული აერია, ემოციურად,“ - აცხადებს გაჩეჩილაძე.

კითხვაზე, ფლობს თუ არა ინფორმაციას ლევან გაჩეჩილაძე, რომ მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, პატიმრობას ითვალისწინებს, გაჩეჩილაძე პასუხობს.

„რატომ უნდა დაიჭირონ, ხელის დარტყმისთვის? ემოციის კონტროლი შეუძლებელია იმ განვლილი წლების შემდეგ, რა წლებიც მე და ჩემმა მეგობრებმა და ოჯახმა გაიარა, ნიკა გვარამია ერთერთი სათავე იყო ბოროტების და დღემდე არის, ეს ანგარიშსწორება არ ყოფილა, ანგარიშსწორება არის როცა დაგეგმავ, და როცა შემთხვევით გადაეყრები, ეს სხვა რამე არის, პატარა სილას ააწნი, ეს ანგარიშსწორება არ არის, ბოდიში გვარამიამ მოუხადოს მთელ საქართველოს. უშუალოდ ნიკა გვარამიასგან ნოემბრიდან რომ დაიწყო დღემდე მთავრდება, ცილისწამება, უხეშობა, მილიონი შეურაცხყოფა, ძალადობა ზევიდან, კინოდან რომ დაიწყო და ბოროტად გამოყენება ტელევიზიის. პროკურორის ტყავიდან ვერ გამოვიდა,“ - აცხადებს გაჩეჩილაძე.

ამ განცხადების შემდეგ გაჩეჩილაძე ჟურნალისტის კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა ნიკა გვარამიაზე თავდასხმა, რუსთავი 2-ში მის საქმიანობას, პასუხობს - „მათ შორის რუსთავი 2-ში მოღვაწეობასაც უკავშირდება“.

რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმა რესტორან დაინინგ რუმში მოხდა. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ რატი გაჩეჩილაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია და აღიარა, რომ გვარამიას თავს ის დაესხა.

წყარო: რუსთავი 2
              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


დღეს ქალაქ ოზურგეთის მ,უნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილვალდ 7 საკითხი იყო
საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელების თაობაზე
გავრცელებული ინფორმაციით გეგუთის №8 ციხეში 1000-ზე მეტმა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო. 
ევროპის ლიბერალ-დემოკრატთა ჯგუფი, საქართველოს თაობაზე საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაცია "Amnesty International"-ის
მთავარი პროკურატურა ე.წ. ტრაქტორების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების მომხრეა. შესაბამისი
26 მაისის ღამეს, აქციის დარბევის დროს, სპეცრაზმმა ბავშვს უმოწყალოდ სცემა