საზოგადოება

"გურია ნიუსის" მკითხველის საჩუქარი ქეთინო ექთანს და ამბულატორია, რომელშიც მუშაობა სახიფათოა

ნატო გოგელია  2017-01-08 13:04:13

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სურებში მცხოვრები ექთნის,  ქეთევან სოროზანიშვილის შესახებ მომზადებულ მასალას გამოხმაურება მოჰყვა.  35 წლის სტაჟის მქონე ექთნის დახმარება, რომელსაც სურების 112-ს ეძახიან ჩვენმა ერთგული მკითხველმა გადაწყვიტა. მან  ვინაობის გამხელა არ ისურვა და ქეთინო ექთნისთვის, რომელიც მთიდან მთაზე ხან ფეხით, ხან კიდევ სახელდახელოდ გაკეთებული თხილამურით გადადის ცხენის შესაძენი თანხა გამოაგზავნა.

_ არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. პირველ რიგში მადლობა თქვენ და მადლობა იმ ადამიანს, რომელმაც ასეთი სასიკეთო საქმე გამიკეთა, _ გვითხრა ქეთევან სოროზანიშვილმა, რომელსაც სურს, რომ ცხენის შესაძენად გამოგზავნილი თანხა  ზემო სურებში არსებული ამბულატორიის ავარიული შენობას მოახმაროს:

_ ძალიან ცუდი მდგომარეობაა შენობაში _ სახურავიდან წყალი ჩამოდის, იატაკი ჩავარდნილია. იქ მუშაობა და პაციენტების მიღება ძალიან საშიშია. თუ ჩემი საჩუქრის ავტორი არ გამინაწყენდება, ამ თანხით სახურავს გავაკეთებ, _ აღნიშნა ქეთინო ექთანმა, რომელიც მზადაა თოვლში, წვიმასა და ქარში ისევ ფეხით იაროს.

არადა, საექიმო ამბულატორია ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და როგორც საკუთარი თანამშრომლების, ასევე პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მათი მოვალეობაა:

"ზოგადად, ამბულატროების შენობების უმრავლესობა სოფელში ან ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, ან ადგილობრივ თვითმმართველობას. ბოლო პერიოდში ტენდენციაა, რომ მუნიციპალიტეტები ითხოვენ გადაცემას, თუმცა, სურებთან დაკავშირებით მსგავსი თხოვნა არ შემოსულა. სურებში არსებული ამბულატორიის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ჩვენ მისი რეაბილატიცაია არ შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ აღჭურვილობაზე, მაგრამ ქონებას, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის ვერ გავარემონტებთ.  

თუმცა, თუ იქნება მუნიციპალიეტის სურვილი, შეგვიძლია დავეხმაროთ შენობის გადაცემაში და საჭირო სახსრების მოძიებაშიც. საერთოდ, პირველადი ჯანდაცვა თავისი არსით სათემო სერვისია და  მუნიციპალიტეტიც უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მოსახლეობამ ხარისხიანი მომსახურება მიიღოს. სხვათაშორის სურებს, შარშან, მოთხოვნის შესაბამისად გადავეცით სამედიცინო აღჭურვილობა, _  აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს  ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ქეთევან გოგინაშვილმა.  

მისივე თქმით,  ქვეყნის მასშტაბით 82 ახალი საექიმო ამბულატორია მუნიციპალიტეტეტების მოთხოვნის შესაბამისად აშენდა და მათ შორის ერთი _ ჩოხატაურშიც.

როგორც უწყებაში განგვიმარტეს სურებში არსებული ამბულატორიის პრობლემებზე ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მათთვის არ მიუმართავს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით ამბულატორიის შენობის რემონტი დიდი ხარჯებს მოითხოვს:

_ გასულ წელს, ამ საკითხზე სოფლის ექიმთანაც მქონდა საუბარი და შევთავაზეთ ადმინისტრაციულ შენობაში გადასვლა, თუმცა, უარი მივიღეთ, ცალკე გვირჩევნიაო. პრაქტიკულად შეუძლებელია იმ შენობის რემონტი, რადგან ამორტიზირებულია. ამიტომ, ვთავაზობთ ფართს, რომელსაც მოვაწესრიგებთ.

საკმაოდ დიდი ფართია გამოუყენებელი და თან კაპიტალური შენობაა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გამგებელმა.

ამავე თემაზე იხილეთ: ქეთინო ექთანი თხილამურებით, თოფით და სურებლები "ვინმე ღვთისნიერის" მოლოდინში (ვიდეო)

p.s. აღსანიშნავია, რომ  ჩვენი მკითხველი, რომელიც ქეთინო ექთანს დაეხმარა,  ჩვენი სხვა რესპონდენტების დახმარებასაც გეგმავს.
              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მთელი დღეა, გაზის მიწოდება შეწვეტილი აქვს. როგორც "სოკარგაზის" ჩოხატაურის
ორი თვის ალექსანდრე ჯიხაძეს ციროზი აღმოაჩნდა.ოჯახის წევრების თქმით, ალექსანდრეს ეს
ცოტა ხნის წინ ფსიქოლოგებმა გამოაქვეყნეს საინტერესო კვლევა, რომელშიც გაავლეს პარალელი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციის “ძლიერი ქალი - ძლიერი
კახეთის რეგიონში მცხოვრები ფერმერები აგროდაზღვევის განახლებულ პროექტს გაეცნენ. დღეს, თელავში, სოფლის
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსის, ანდრია გვიდიანის