სამართალი

შსს-მ ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე ძალადობის ბრალდებით დააკავა

  2017-01-08 13:36:22

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რატი გაჩეჩილაძე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, რესტორან „დაინინგ რუმში“ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია რუსთავის 2-ის გენერალურ დირექტორს  ნიკა გვარამიას.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ,  ნიკა გვარამიას  რესტორან დაინინგ რუმში თავს გუშინ დაესხნენ. ტელეკომპანიის დირექტორი,  იქ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა:

" მამა დავასაფლავე და მძიმე ხასიათზე ვიყავი.  მეგობრებმა რესტორან დაინინგ რუმსში წამიყვანეს, ცოტა მდგომარეობიდან რომ გამოვეყვანეთ. შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო, იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. ეგრევე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს მათი ანაბეჭდები აქვს.

პირობას ვდებ, არ მივიღებ არავითარ ბოდიშს და მეტანიებს. ნულოვანი ტოლერანტობა. არც მეტი, არც ნაკლები, საფლავის კარამდე ჩავყვები და ვაზღვევინებ ბოლომდე. ცალკე რესტორანი გაწეწავს საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის. პირობას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა დაიწვება!" _ ეს განცხადება თავდასხმიდან მალევე გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გვარამიას  ფიზიკური შეურაცხყოფა ლევან გაჩეჩილაძის შვილმა მიაყენა:

„ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ!

"ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა. ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში,“_  აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გაჩეჩილაძემ ფეისბუქით გაავრცელა.

ამავე თემაზე: ექიმების თქმით, ნიკა გვარამიას ქალატვინის დახურული ტრავმა აღენიშნება

"რატომ უნდა დაიჭირონ, ხელის დარტყმისთვის?" - ლევან გაჩეჩილაძის კომენტარი ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმაზე

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის და ტელეკომპანია "საქართველოს" სარჩელი საქართველოს პარლამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს გუშინ დაწყებულ დევნის
ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო
პროკურატურა "რუსთავი 2"-ში აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შუალედურ მასალებს აქვეყნებს.
დღეს, საქართველოს მთავრობამ, "საქართველოსა და ინა გუდავაძის, ია პატარკაციშვილის, ლიანა
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა,