სამართალი

შსს-ს აკადემიაში კურსდამთავრებულთა საზოგადოება დაარსდა

  2017-01-08 13:46:05

შსს-ს აკადემიაში ამავე სასწავლებლის კურსდამთავრებულთა საზოგადოების დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე დაესწრო და საზოგადოების მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

კურსდამთავრებულთა საზოგადოებაში საპოლიციო რეგულირების სფეროში საჯარო სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოშვების 39-ვე მაგისტრი გაწევრიანდა. მომავალში მათ შსს-ს აკადემიის სხვა კურსდამთავრებულებიც შეუერთდებიან.

კურსდამთავრებულთა საზოგადოება თავისი წევრების აკადემიის ცხოვრებასა და სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვას, ასევე, გამოცდილების ურთიერთზიარებას და საქმიანი კონტაქტების დამყარებას უზრუნველყოფს.

შეხვედრის ბოლოს, შსს-ს აკადემიის ეზოში სკვერი გაიხსნა, სადაც სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულთა სახელზე 39 ხე დაირგეს. სკვერში ხეების დარგვის აქცია ტრადიციად იქცევა და მასში შსს-ს აკადემიის სამაგისტო პროგრამის ყველა კურსდამთავრებული მიიღებს მონაწილეობას.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


საპარლამენტო უმცირესობის წვერ გია თვედორაძის განცხადებით,  იურიდიულ კომიტეტსა და
საქართველოს მთავარი პროკურატურის სპიკერის, კოკა კაციტაძის განცხადებით, ფოთის პორტთან დაკავშირებით
ინფორმაცია ამის შესახებ „გურია ნიუსს“ „ქართული ოცნების“ ადამიანის უფლებათა დაცვის
მთავარი პროკურორი ვლადიმერ ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის კრიტიკულ მოსაზრებას ეხმიანება
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის
"ურთმელიძე გადაეცა ანათემას. ის ფაქტიურად ჯვარზეა გაკრული," _ განაცხადა ტელეკომპანია